სამშაბათი, 2024-03-19
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » 2010 » მარტი » 11
    შენ არ მენანები,ის დრო მენანება

    შენ არ მენანები,ის დრო მენანება,
    გული რომ დავუთმე და მთელი არსება.
    შენ არ მიყვარხარ,ის დრო მეყვარება
    სიკვდილის კარამდე ჩემთან რომ დარჩება.
    რაა სიყვარული, დროების მონაა,
    ზოგჯერ აღტაცება ღვთაების სადარი
    და თუ სიყვარული ღვთაების წონაა
    ასე ხანმოკლე და მოკვდავი რად არის?
    შენ არ მენანები,ის დრო მენანება.


    ვიცი რო მოხვალ....

    ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
    შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
    ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
    თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
    ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
    რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
    შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
    რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
    ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
    კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
    გაიბუტები და როცა წახვალ
    მაშინ საფლავში მეც ავტირდები



    შენ ვერ გაიგებ:

    თუკი ცრემლები არ დაგდენია,
    მაშ ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის,
    თუკი არავინ მოგნატრებია,
    როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის,
    თუ ღამეები არ გითევია,
    ვერ შეიგრძნობდი დადგომას დილის,
    თუ სოყვარულის არ გაგეგება,
    ვისაც უ
    ყვარხარ არ გესმის იმის,
    თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია,
    ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის,
    მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,
    შენთვის უცხოა
    რასაც განვიცდი...


    სიზმარში გნახე



    შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
    თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
    შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს
    ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით


    შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის,
    ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
    მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
    სუნამო, ყელი და თხელი თეძო.



    შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
    სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
    ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
    არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.


    შენსავით კაბას ვერავინ იხდენს
    მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
    სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე
    განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს







    ***


    რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
    მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
    ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
    და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

    მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
    მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
    რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
    და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..


    შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
    ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
    მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
    რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!


    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz