სამშაბათი, 2024-03-19
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » 2010 » მარტი » 13
    ექსკურსია ცისკენ

    ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
    არ მინდა გული სამარეს მივცე;
    მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
    მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
    იქ უხილავი მხარე მიცდიდა
    და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე;
    მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
    მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
    იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
    და გაგიჟებას ველოდი ისევ;
    მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
    მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
    ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
    არ მინდა გული სამარეს მივცე;
    მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
    მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.



    თოვლიანი სამარე

    ქალწულის ცრემლი დაეცა საყდარს
    (იქნება კიდევ ოხვრა მრავალი).
    და უხილავი, სადგურთან სადღაც,
    იკივლებს წვიმა და ორთქლმავალი.
    მოვა სინაზის ლურჯი დამლევი
    და შენი სული მზეზე ფერს იცვლის.
    და მდინარესთან უხმო კვამლივით
    ადგება დილის მოთეთრო ნისლი


    მე და გალაკტიონი

    ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
    ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
    გალაკტიონში არის დემონი
    და ჩემში უფრო ანგელოზია.
    ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
    ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
    გალაკტიონში მიწა ანათებს
    და ჩემში უფრო ზეცის სხივია.
    შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
    ახლა ღამდება, შვიდია სრული.
    გალაკტიონში ლურჯი ფერია
    და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული
    ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
    ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
    გალაკტიონში არის დემონი
    და ჩემში უფრო ანგელოზია


    მკრთალი სილუეტი

    შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
    თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
    ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
    და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.
    მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება,
    ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები,
    ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება,
    ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები.
    თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება,
    მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად.
    მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება,
    ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად


    პოეზია

    ეს ღამე გაჩნდა, როგორც წერტილი,
    ქრიან ოცნების თეთრი ნავები.
    მე წამოვედი გულდასეტყვილი
    და ვიცი, ახლა შენც გენანები.
    ქარი - ქარია, მე ისევ მე ვარ,
    რა ვქნა, ცხოვრების ქსელში გავები.
    ჩემი ტირილის ჩუმი მოწმეა
    ეს თეთრი მთვარე და ვარსკვლავები.
    სული ჩქარია მრავალ სირბილით
    და ვიცი, ისევ რომ ავენთები, -
    როგორც სიცოცხლე, როგორც სიკვდილი,
    როგორც სიშორე და პლანეტები.
    მე ისევ მღალავს შფოთი ქალაქის
    და გრიგალები მიწას უვლიან.
    მესმის ცხოვრება, როგორც ტალახი
    და პოეზია სიხარულია.
    მე ჩემი მტრები ახლა ვიცანი,
    ახლა ეს შუქი აღარ ინთება.
    და უდიდესი გრძნობის ნიშანი
    არის დუმილი და გარინდება.
    ეს ღამე გაჩნდა, როგორც წერტილი,
    ქრიან ოცნების თეთრი ნავები;
    მე წამოვედი გულდასეტყვილი
    და ვიცი, ახლა შენც გენანები


    ჩემს წინ აუზის მღვრიე წყალია

    ჩემს წინ აუზის მღვრიე წყალია,
    სადღაც დაცურავს წითელი თევზი.
    დღეს ჩემი გული ხომ ცოცხალია,
    მე ახლა გულის ტირილი მესმის.
    ჰა საღამოა, შორეულ ფიქრის,
    შავი ლანდები ისევ ქრებიან.
    სასახლის ბაღში ვზივარ და ირგვლივ
    მხოლოდ წითელი ყვავილებია.
    დღეს ჩემი სევდა ელავს მზესავით,
    დიდი ხანია, რომ ვცხოვრობ ქარში.
    არც მეგობარი, არც ნათესავი,
    არავინ არის, სულ მარტო დავრჩი


    გაზაფხული

    ტყემ მოისხა ფოთოლი,
    აგერ მერცხალიც ჭყივის,
    ბაღში ვაზი ობოლი,
    მეტის ლხენითა სტირის.

    აყვავებულა მდელო,
    აყვავებულან მთები,
    მამულო, საყვარელო,
    შენო როსღა აყვავდები?   

    მაგარი ლექსიაა!1!!!


    აჩრდილიდან

    აღმობრწყინდა მზე დიდებულადა
    და გაანათლა ქვეყანა ბნელი,
    კავკასის მთების წვერთა მაღალთა
    ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
    აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,
    ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
    იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
    იგივ დიდებულ და დადუმებულ.
    ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად
    ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
    მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
    თითქო განგებით შეყენებულა.
    მისი ყინულით ნაკვეთი თავი
    მოირთო მზისა ოქროს სხივებით,
    ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი
    დასცქერის რისხვით და მუქარებით, -
    თითქო ელისო გაკითხვის დღესა,
    რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
    ხმელეთს დაეცეს, მერმედ ქვესკნელსა,
    თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს


    ბაზალეთის ტბა

    ბაზალეთისა ტბის ძირას
    ოქროს აკვანი არისო,
    და მის გარშემო წყლის ქვეშე
    უცხო წალკოტი ყვავისო.

    მწვანეა მუდამ წალკოტი,
    არასდროს თურმე არ სჭკნება,
    ქვეყნისა დროსა ტრიალსა
    იგი არ ემორჩილება.

    ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
    ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
    და იმის მზიან ჩრდილებში
    მუდამ გაზაფხული არი.

    წალკოტის შუაგულშია
    ის აკვანი ასვენია,
    და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
    არავის გაუბედნია.

    მარტო ერთნი – სირინოზნი
    იმ აკვანს გარს ეხვევიან,
    მარტო იგინი, გრძნეულნი,
    დასტრფიან და დამღერიან...

    ამბობენ, - თამარ დედოფალს
    ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
    და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
    ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

    ამას კი აღარ ამბობენ, -
    აკვანში ვინ ჩააწვინა,
    ან თვით ერმა თვისი ცრემლი
    ზედ ტბად რისთვის დაადინა...

    იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
    ვისიც არ ითქმის სახელი,
    ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
    ჩუმის ნატვრითა ქართველი?

    თუ ესე არის, ნეტა მას
    ვაჟკაცსა სახელოვანსა,
    ვისიცა ხელი პირველად
    დასწვდება იმა აკვანსა!

    თუ ესე არის, ნეტა მას,
    დედასა სახელდებულსა,
    ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
    თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა


    ელეგია

    მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
    მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
    და თეთრი ზოლი შორის მთებისა
    ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

    არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
    მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
    ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
    ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

    ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
    კვლავ ჩემს ქვეყნის ძილს ეალერსება.
    ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
    როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.


    ყვარლის მთებს

    სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
    მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
    თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
    თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
    მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
    როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...
    იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,
    იგი არ იყო ძვრა გულისა, ფრთხალი და მხდალი.
    მე თრთოლვით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლეს
    და შევნატროდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;
    სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავენ შიშით სრბოლასა,
    სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლასა,
    სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,
    თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, -
    იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ტრფობის სიმარტივითა,
    ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.
    ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა
    ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
    რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.
    როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
    ვით ას მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი, -
    ვითა ფოთოლი, ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
    იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
    თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმომწონება,
    აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
    თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
    გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი,
    როს ყმაწვილური მრისხანება ჩემს ყმაწვილურს ... კითხვის გაგრძელება »

    "გუთნის დედა"

    ერთ ბედს ქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ,
    წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ.
    ერთგულად ვჭიმოთ ჭაპანი ჩვენი,
    უსიხარულოდ დავლიოთ დღენი,
    ბელტი ბელტზედა გადმოვაწვინოთ
    და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ.
    ნუ დამიღონდი!.. შენი უღელი
    ჩემს უღელზედა არა არის ძნელი;
    მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით,
    რადგან ზეცა წამართვეს ძალით;
    შენებრ მეც მელის მიწა ვით მსხვერპლსა
    სიკვდილის შემდეგ დასავიწლსა.
    შენ პირუტყვი ხარ მე მეტყველი ?!
    ეგ ცემო ლაბავ ნუ შეგშურდება..
    რათ მინდა ხმალი თუნდ იყოს მჭრელი
    თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება?
    აბა, რას გვარგებს ჩვენ ეს გუთანი,
    რომე აჩეჩოს მარტო მიწანი
    და არ მოსთხრიდეს ძირით იმბალახს,
    რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას?
    მე ჩემის ჭირის ჩემის წუხილის,
    ჩემი კაცობის გულის გულის დუღილის,
    სიტყვანი გულში მებადებიან
    მაგრამ გულშივე უხმოდ კვდებიან.
    შენ ვერ გაიგებ მეტყველის ტანჯვას,
    როცა სიტყვასა მართალს გულში ჰკლას!...
    აქ მენდევ ლაბავ ჩემი უღელი
    შენს უღელზედა უფროა ძნელი.
    მაშ რა გაღონებს?.. გასწი ჭაპანსა
    და გაიტანე გუთანი ბოლოს,
    ნუ უღალატებ ძველსა ამხანაგსა,
    ის შენ აცხოვრე, მან შენ გაცხოვროს!


    ილიას კალამი

    ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
    რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
    ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
    ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

    თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
    რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
    აგიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა,
    და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

    ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
    ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!"
    ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
    ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!


    ილია

    ქართვლის დედას
    „აწმყო, შობილი წარსულისაგან,
    არის მშობელი მომავალისა".
    ლეიბნიცი „აწმყო, შობილი წარსულისაგან,
    არის მშობელი მომავალისა".
    ლეიბნიცი

    ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
    უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
    დედის ნანასთან ქვითინი მთისა
    მას უმზადებდა მომავალ გმირსა...

    გაქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
    კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
    სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
    თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.

    მითხარ, სადღაა მამაპაპური
    მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
    სახელისათვის ამაყი თრთოლა,

    მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?

    მას ნუღარ ვტირით, რაც დამარხულა,
    რაც უწყალოს დროს ხელით დანთქმულა;
    მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
    ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,

    ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
    ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
    აქ არის, დედავ, შენი მაღალი
    დანიშნულება და საღმრთო ვალი!

    აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
    საგზლად ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
    შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
    ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -

    რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
    და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
    მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
    და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურ ... კითხვის გაგრძელება »

    ილია ჭავჭავაძე

    ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი ― გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.


    ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.


    ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, მით იყვის უკეთ.


    ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია,უფრო ძლიერ მავნებელია.


    არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.


    ზნე-ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის.რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე,წრთვნა ზნე-ხასიათის ზრდაა,გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა,სულიერის ბუნებისა,ანუ,უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.

    ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.17.


    ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.


    მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.


    ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.


    აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.


    ქართველმა,თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა,იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც.ამიტომაც ... კითხვის გაგრძელება »

    გალაქტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ

    პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

    გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული "ქართული პოეზიის მეფედ". მისი პოეზიის თვალსაჩინო ნიმუშებია: "მერი", "მესაფლავე", "მთაწმინდის მთვარე", "მე და ღამე", "უსიყვარულოდ", "ქებათა ქება ნიკორწმინდას" და სხვა...

    მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმხანად გაბატონებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია . ამის ნათელი დასტურია, თუნდაც, გალაკტიონის პოემა "მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა" (1924), რომელიც 1924 წლის ეროვნულ ამბოხებას მიეძღვნა. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას.

    უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად ... კითხვის გაგრძელება »

    "ფრთხილად!"

    ფრთხილად ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას,
    გული იგი არ დაინდობს შენს უმანკო ბედისწერას!
    ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა ცქერას
    და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.
    საიდუმლო, რომლის ტკივილს განიცდიდა მარად გული,
    საიდუმლო, რომლის სევდამ გადმოღვარა სინანული.
    საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა...
    საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა!
    ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარე
    და ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე...
    და ამოსწვა სული, მაგრამ, შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს,
    თვით დაიწვა და არ ვიცი, ეხლა მახსოვს თუ არ მახსოვს...
    მე არც ვნანობ, იგი მიღირს თვით სიკვდილად, თვით სიკვდილად:
    ჩემს დაფარულ გულის ძგერას, ნუ შეარხევ... იხავ ფრთხილად!


    ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

    ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
    მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
    მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
    მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

    იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
    გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
    წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
    სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

    თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
    ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
    ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
    როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

    როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
    ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
    მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
    ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი


    მთაწმინდის მთვარე

    ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
    მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
    ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
    ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
    მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
    და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
    მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
    ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
    აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
    აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
    ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
    ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
    და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
    ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
    თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
    და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
    თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
    მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
    თუ როგორ ვგრძნობ,
    რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
    სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
    რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
    რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
    რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
    რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
    რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
    ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!



    სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

    დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
    როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
    ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
    და შორეული ცის სილაჟვარდე.

    შემოიღამებს მთის ნაპრალები,
    და თუ როგორმე ისევ გათენდა,
    ღამენათევი და ნამთვრალევი
    დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან.

    ღამენათევი და ნამთვრალები
    მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
    შემოიჭრება სიონში სხივი
    და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

    და მაშინ ვიტყვი: აჰა, მოვედი
    გედი დაჭრილი ოცნების ბაღით.
    შეხედე,დასტკბი ყმაწვილურ ბედის
    დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

    შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
    წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,-
    ღამენათევი და ნამთვრალევი
    სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

    დასტკბი! ასეა ყველა მგოსანი?
    შენს მოლოდინში ასეა ყველა?
    სული, ვედრებით განაოცები,
    შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

    სად არის ჩემთვის სამაგიერო,
    საბედნიერო სად არის სული?
    ვით სამოთხიდან ალიგიერი
    მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული.


    მე და ღამე

    ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
    სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

    მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
    სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

    ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
    ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

    საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
    ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

    დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
    არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

    რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
    ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

    ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
    საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

    ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
    ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

    მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
    იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

    იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
    ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!


    ტიციან ტაბიძე-ლექსი მეწყერი

    ლექსი მეწყერი

    მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
    ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
    ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
    რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

    მე დავიბადე აპრილის თვეში,
    ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
    მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
    მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

    აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
    ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
    ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
    და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

    იტყვიან ასე: იყო საწყალი,
    ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
    ლექსები იყო მისი საგზალი,
    არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

    და აწვალებდა მას სიკვდილამდე
    ქართული ცა და ქართული მიწა,
    ბედნიერებას მას უმალავდნენ,
    ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

    მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
    ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
    ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
    რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

    1927




    გალაქტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ

    უსიყვარულოდ

    უსიყვარულოდ
    მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
    სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
    სასიხარულოდ...
    უსიყვარულოდ არ არსებობს
    არც სილამაზე,
    არც უკვდავება არ არსებობს
    უსიყვარულოდ.
    მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
    უკანასკნელი,
    როგორც ყვავილი შემოდგომის
    ხშირად პირველს სჯობს,
    იგი არ უხმობს ქარიშხლიან
    უზმანო ვნებებს,
    არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
    იგი არ უხმობს...
    და შემოდგომის სიცივეში
    ველად გაზრდილი,
    ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
    სულაც არა ჰგავს...
    სიოს მაგივრად ქარიშხალი
    ეალერსება
    და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
    გარემოუცავს.
    და ჭკნება, ჭკნწბა სიყვარული
    უკანასკნელი,
    ჭკნწბა მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
    უსიხარულოდ.
    და არ არსებობს ქვეყანაზე
    თვით უკვდავება,
    თვით უკვდავებაც არ არსებობს
    უსიყვარულოდ!


    გიორგი ლეონიძე (1897-1966)

    ღამე ივერიისა



    ისევ აყვავდა გული ვარდივით,
    და ისევ მინდა შენზე დავწერო...
    დარიალიდან გადავარდნილი
    ხაზარეთისკენ მისცურავს წერო.

    < ... კითხვის გაგრძელება »

    უკანასკნელი მატარებელი

    ეს არის გალაქტიონის შემოქმედებიდან ერთ-ერთი საუკეთელო ლექსი, მე მაგრადმომწონს იმედია თქვენც მოგეწონებათ...

    უკანასკნელი მატარებელი

    ცხოვრების ეტლის სადარებელი
    საცაა გავა მატარებელი.
    მიემგზავრება იმედი ჩემი
    ბედის ვარსკვლავის სადარდებელი.

    ვიცი ამ წასვლას რაც ელოდბა,
    რა საჭიროა ახლა გოდება,
    მატარებლისგან როს მიმიღია
    ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

    მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
    მატარებელი ხუთ წუთში გავა,
    ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
    მატარებელი ხუთ წუთში გავა.

    აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
    მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
    გემშვიდობები სამარადისოდ,
    სამარადისოდ გემშვიდობები!

    ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,
    ყოველ ჟამს ვკარგო თითო იმედი,
    გამოსალმების ხელოვნებისთვის
    ნუთუ არავინ არს პოეტის მეტი?


    ტიციან ტაბიძე

    ტიციან ტაბიძე

    რია-რია
    მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
    თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
    ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
    ტუჩ მიუდებლად რომ იკოცნება.

    ათასი გული ერთად რო მქონდეს,
    ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
    ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
    მახსენე კაცად, როცა დაგჭირდე.

    ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
    ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
    თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
    არც სიკვდილისთვის დაგემდურები.

    ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
    სინდისით აღარ მოეთხოვება,
    დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,
    მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.


    საქართველოში იბადებოდნენ

    ლადო ასათიანი

    საქართველოში იბადებოდნენ
    და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
    ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
    ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
    თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
    ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
    ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
    გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
    საქართველოში როცა კვდებოდნენ,
    უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
    ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
    ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
    ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
    ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
    ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
    მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
    რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
    სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
    და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
    როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!


    ნუ დაივიწყებ შენი ვალია

    ნუ დაივიწყებ შენი ვალია

    ნუ დაივიწყებ წინაპრის ადათს,
    ნუ დაივიწყებ გმირობას ათასს.
    რაც დღემდე შენთვის სისხლი დაღვრილა
    სულ არ მოვსულვარ დღემდე ადვილად.

    ჩვენამდე, დღემდე, ჯაჭვია გრძელი,
    გზა ეკლიანი, ვიწრო და ძნელი.
    შენამდე ცხრა ძმა ხერხეულიძე,
    სამასი გმირი არაგველია.

    მეფე დავითი, მეფე თამარი
    და ეს გზა ისევ გასავლელია.
    ნუ დასრულდება წარსული შენზე,
    ხავსს ნუ მოადებ მშობლიურ ეზოს
    რათა შენს შვილებს და შენს მომავალს
    წინაპრის სახე სანთლებად ენთოს.

    ღმერთივით ერთი სწამდეთ სამშობლო
    და თავს სწირავდნენ ენას და რწმენას
    გადასახლებულთ ქართული მიწა
    ხატად ექცათ და გულზე ესვენათ.

    ნებით, ქართველი არ თმობს სამშობლოს,
    განა ადვილი დასათმობია?
    ძალით არასდროს,
    წინაპრის კერა განა ადვილი ჩასაქრობია?

    განა სამთავროს, ბაგრატს და გელათს,
    ცამდე აზიდულ ძველ სვეტიცხოველს,
    შოთას და ვაჟას და მშობელ დედას
    რის ფასად დათმობ – გაიუცხოვებ.

    მძლავრი მდინარის ჩქეფების დარად
    შენს სისხლში მაინც იჩქეფებს მარად
    და სანამ ცამდე არ გაბრწყინდება
    შენი სამშობლო სამოთხის დარი
    სანამ სიცოცხლე არ მოგწყინდება
    მოსახდელი გაქვს იცოდე ვალი.


    "EKATERINES"

    "EKATERINES"
    "მრავალი წლების ჩამქროლე......
    ლექს დავწერ უფრო სევდიანს,

    და მოვიგონებ შენს სახეს........
    ლამაზს, ნაკვთიანს, სევდიანს,

    მთვარიან ღამეს შევხედავ...
    ვარსკვლავებსმკრთალად მომნათეს,

    და გავიხსენებ ცრემლიანს...
    შენს ფერმკრთალ ღაწვზე დალალებს,

    ნაწვიმარ ველზე ფეხს შევდგამ....
    ბუნებას ვუცქერ დარდიანს,

    ბულბულის გალობა მესმის..
    შენს ხმას მაგონებს სევდიანს,

    ველურ მუქ ვარდებს ვუყურებ...
    შენს ბაგესა ჰგავს ნაკვთიანს,

    შენი ოცნება ცასა ჰგავს...
    ლამაზს, უღრუბლოს,მადლიანს,

    ზედ დამცქერიან შორიდან...
    ჯიხვნი, არწივნი, კლდისანი..,

    ბუნება მწყრალად დამცქერის
    ცა არის ქუხილიანი!!!!!

    მე მარად ვეტრფი ერთ გოგოს
    ნარნარს და კუკულებიანს...,

    ლამაზი ქალის დამკარგავს...
    ზეცა მექცევა ცოდვიანს....!!!!"


    გალაკტიონ ტაბიძე

    გალაკტიონ ტაბიძე

    ( ნეაპოლში )

    სიკვდილს მე როდი შევუშინდები,

    იგი, ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა.

    მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,

    სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია.

    აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის,

    არც ეს მაისი, არც პოეზია.

    მაშ, გაუმარჯოს იმგვარ სიცოცხლეს,

    სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!

    1935


    ვინ ვართ?



    3 ლექსი იაზე

    მზის ჩასვლას

    "მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწვიდა
    დანაცრებული ნასახლარები,
    ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ
    ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები...

    ეკლესიასთან მდგარ ნარნარ გოგოს
    მკვეთრად ესმოდა ხმა თბილ ეჟვნების,
    ეს სიყვარული რად იყო ღმერთთა...
    და რად მიჰქონდა ქარს ხმა ვედრების,

    იწვის სანთელბი ელვარებს თვალნი
    დგას მკრთალი გოგო პატარძლის კაბით..,
    ყელზე უბრწყინავს ალმასად ცრემლი
    ხატს ევედრება მკრთომარე ხელით..

    უკანასკნელი ოცნების კვდომას
    ნარინჯისფერი მზის ჩასვლა ჰგავდა,
    ნიავი მშვიდი მარტოსულ გზაზე
    შემოდგომის ჭრელ ფოთლებს ფანტავდა...."


    დაგვემშვიდობა ზაფხული

    დაგვემშმვიდობა ზაფხული,
    მწველი,მცხუნვარე დღეები.
    სულ თვალწინ მიდგას სოფელი,
    გადაქოჩრილი დღეები.

    პატარა,ანცი მდინარე
    და ოქროსფერი ველები,
    ციხე-კოშკები მძინარე,
    ძველად სამშობლოს მცველები;

    ბეღლისოდენა წისქვილი,
    ყურებდაჭრილი მურია,
    მთის წყარო მოუსვენარი,
    რომ სვამ და ისევ გწყურია.

    თვალს მიბრწყინებენ,მომდევენ
    მშობელ სოფელზე ფიქრები,
    შემოდგომაზე პირველი,
    კვლავ ჩემს სკოლაში ვიქნები.

    გულს ამიძგერებს ზარის ხმა,
    შეხვედრის ტკბილი წამები,
    იქ ჩემს საყვარელ აღმზრდელებს
    ხალისით მივესალმები.


    Call of duty 4: Modern Warfare

    ინფორმაცია თამაშზე:
    დასახელება: Call of duty 4: Modern Warfare
    გამოსვლის თარიღი: 9 ნოემბერი 2007
    თამაშის შესახებ:
    თამაში რომელმაც შეცვალა ჩვენი წარმოდგენა შუტერებზე, რომელმაც ფანების ტალღა დააგროვა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. აიღო უამრავი ნომინაცია და ტიტული, დაამყარა რეკორდი ონლაინ მოთამაშეების რაოდენობით, შუტერებში ყველაზე კარგად შემუშავებული სიუჟეტი, არაჩვეულებრივი გრაფიკა და სპეცეფექტები, მარტივი და მოსახერხებელი გეიმპლეი და ომის ნამდვილი ატმოსფერო. ... კითხვის გაგრძელება »

    Demigod: War Of Gods (ENG/2009)


    გამოსვლის წელი: 2009
    ჟანრი: Strategy (Real-time) / RPG (Rogue/Action) / 3D / 3rd Person
    პლატფორმა: PC
    გამოსვლის თარიღი: 14 აპრილი, 2009
    მწარმოებელი: Gas Powered Games
    გამომცემელი: Stardock Entertainment

    გამოცემის ტიპი: მეკობრული :)
    კრაკი: არ სჭირდება
    ინტერფეისი: რუსული, ინგლისური, ჩინური, ჩეხური, გერმანული, ესპანური, ფრანგული, უნგრული, იტალიური, იაპონური, კორეული, პოლონური
    გახმოვანება: ინგლისური
    მოცულობა: 1.7 Gb

    ოფ. საიტი : http://www.demigodthegame.com/
    რუსული საიტი: http://www.snowball.ru/demigod/
    სრული ინფო: http://www.ag.ru/games/demigod

    ანოტაცია:
    ზეცაში მაცხოვრის ვაკანსია გამოჩნდა - ღმერთი კვდება და ტახტს თავის შვილებს უტოვებს - ნახევრად ღმერთებს მოკვდავთა სამყაროდან. პანთონის ადგილის პრეტენდენტებმა საკუთარი უფლება ბრძოლის ველზე უნდა დაამტკიცონ. გამარჯვებულის ჯილდო - უკვდავება და სამარადისო დიდებაა ხოლო დამარცხებულებს დავიწყება ელით.

    «Demigod. ღმერთების ბრძოლა» — კრის ტეილორის ახალი პროექტია, ( Dungeon Siege და Supreme Commander-ის შემქმნელი), და სტრატეგიისა და როლური თამაშის ნაზავს წარმოადგენს. ამ ტაქტიკურ სტრატეგიაში მოთამაშეებს ელოდებათ უკვდავთა და ნახევრადღმერთთა და მათი არმიებისა ად მიმდევრების ბრძოლები. ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი გმირი, მიეცით არმია, მიიღეთ მისი ღმერთული ძალების კონტროლის საშუალება და სანუკვარ მიზნამდე მისაღწევად გაანადგურეთ თქვენი კონკურენტები!

    ტეილორს არ უყვარს თამაშებში ესთეტური სირთულეები და მნ ... კითხვის გაგრძელება »

    Borderlands™ 2009 (1C) (RUS) [Repack]


    დასახელება: Borderlands
    გამოშვის წელი: 2009
    ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 1st Person
    გამომშვები: Gearbox Software
    გამომცემელი: 2K Games/1C
    ინტერფეისის ენა: RUS
    გამომცემლობის ტიპი: ლიცენზია
    კრეკი: არ სჭირდება
    პლატფორმა: PC

    თამაშის შესახებ:
    ამ ახალ შუტერში გაერთიანებულია პირველი პირის ელემენტის ექშენები, რბოლური ბოევიკის და კლასიკური RPG, რაც საშუალებას აძლევს მოთამაშეს დამოუკიდებლად განსაზღვროს და განავითაროს პერსონაჟის პარამეტრები. სისტემის სათამაშო ობიექტები შექმნილია ახალი პრიციპით, რომელიც უზრუნველყოფს ვირტუალური სამყაროს და მისი ბინადრების სხვადასხვაგვარობას, ასევე იარაღის და საგნების დიდ არჩევანს. მულტიფლეიერი, რომელიც გთავაზობთ რამოდენიმე მონაწილის დახმარებით მისიის ერთობლივად შესრულებას, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეუერთდეთ მრავალრიცხოვანი მოთამაშეების გუნდს და დაუბრუნდეთ ისევ ერთ კაციან თამაშს. თამაშში დამუშავებულია ფანტასტიკური სიუჟეტები, რომელიც შენდება შორეულ პლანეტის საიდუმლოების და გამოცანების გარშემო, ყველა ეს ნოვაცია გამოყოფს Borderlands ახალი თანამედროვე შუტერების ფონზე.

    მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები:
    ►ოპერაციული სისტემა: Windows XP/Vista
    ►პროცესორი: Intel Core2 Duo 2.4 Ghz
    ►ოპერატიული მეხსიერება: 1 Gb (XP)/2 Gb (Vista)

    ►ვიდეო კარტა: 256 Mb

                              




    ... კითხვის გაგრძელება »

    ეს არის საიტი როელშიც ყველანაირი ქაუნთერის სერვერია

    სურათს დააჭირე და შეხვალ იმ საიტზე სადაც ყველანაირი ქაუნთერის სერვერია


    გოგოს და ბიჭის შორის მეგობრამდე დიდი გზა.......

     გაისმა ტელეფონის ხმა.

    _ ალო. . .
    _გისმენთ. . .
    _ისევ შენ ხარრ?რა გითხარი აღარასდროს დამირეკო მეთქი, თუ ვერ გაიგე?
    _მისმინე. . .
    _არ ვაპირებ შენს მოსმენას . . . აღარ დამირეკო.

    და გოგომ ტელეფონი დაახეთქა და ტირილი დაიწყო.
    გულში ფიქრობდა თუ როგორ უყვარდა ის ვინც ასე ეჯავრებოდა.
    Aარ იცოდა რა ექნა იჯდა და ტიროდა და თან ერთI სული ქონდა როდის დარეკავდა ბექა.

    გაისმა ტელეფონის ხმა.
    მარიმ აიღო ყურმილი და უნდოდა უკვე მონატრებული ხმის მოსმენა.

    _მარი. . .
    _ხო დედა რა გინდა . . .
    _მარი ხომ კარგად ხარ? მე და მამაშენი ზეგ ჩამოვალთ აბა შენ იცი. მაგრა მოგვენატრეთ უკვე.
    _მეც ძალიან მომენატრეთ კაი წავედი მეძინა.
    _კაი შვილო მიდი დაიძინე დაისვენე.

    დაკიდა მარიმ ყურმილი.

    და ტელეფონთან ჩამოეძინა.

    . . . .

    გაიღვიძა და უკვე ღამის 4 საათი იყო. არ ეძინებოდა და აივანზე გავიდა და რა დაინახა? კორპუსის დაბლა ცეცხლი ენთო ენთო და გიზგიზებდა და ამ ცეცხლით გული იყო დახატული.

    Uუცებ შემოვიდა სახლში და ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

    _გისმენთ. . .
    _დაგინახე რომ გადმოიხედე. . .
    _ მერე რა. . .
    _ეხლა მე ამოვალ მანდ და თუ არ მელაპარაკები ალბათ გავაფრენ. . .
    _ რაც გინდა ის ქენი. . .

    თითქოს გახარებული მაგრამ თან ძალიან მოწყენილი მარი იჯდა ... კითხვის გაგრძელება »

    Me shen MiywarxaR...

    მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...

    მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...

    მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...

    ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით.... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს


    SiywaruLis BiograFia. . =))

    null


    სახელი: სიყვარული
    ასაკი: არ აქვს
    მშობლები: სიკვდილი და სიცოცხლე
    მისამართი: ადამიანის გული
    ფერი: გამჩირვალე
    მტრები: ეჩვი, ღალატი და სიამაყე
    ჰობი: ადამიანის გულის დაპყრობა
    მეგობრები: ტანჯვა, ცრემლი და სიხარული
    ცოვრებისეული დევიზი: მე შენ მიყვარხარ!
    მიზანი: ბედნიერება


    *******

    ხანდახან მენატრები, ხანდახან მიყვარხარ,
    ხანდახან მეკარგები, ხან დამდევ კვალდაკვალ,
    ვიცი შემიყვარებ ნელ-ნელა, თანდათან,
    ალბათ დამიფიცებ ხანდახან, ხანდახან..


    PES 2010

    ეს არის ექსკლუზივი მხოლოდ NO-NE.tk ზე და არ მოიპაროთ
    ეს თამაში არის ჩაზიპული ისე რომ მისი ზომა სჰემცირდა 25 MB
    მდე და ამოარქივების შემდეგ გახდება 8GB







            null


    მარი და გიო

    alo…
    -maar, shen xar?
    -xo, aba vin iqneba she debilo?
    -ragacnairi xma gaq…
    -vici, bakurianshi gavcivdi.
    -da momismine, unda gnaxo raaaaa…
    -ra ari,ra moxda?
    -salaparako maq……
    -kai, kai da sad?
    -xval barnovze kafe roa, samze iq viqnebi da modi. ok?
    -ok.
    marim yurmili dakida. neta risi tqma undoda? tumca amaze bevri ar ufiqria, is xom likastan ertad tavisi loves dab dgeze midioda da unda momzadebuliyo.
    orshabati 15:00
    gio da mari ertmanets kafeshi shexvdnen.
    -mari ragac unda gitxra, dzalian seriozulia
    -kai nu maintrigeb, tqvi raaaaa...
    -itokshi miyvarxar, ukve ori welia, martalia megobrad mtvli, mara me shentan megobroba ar shemidzlia radgan sicocxleze metad miyvarxar.
    -xoooo… amas namdvilad ar velodi…
    -mar shen?
    -ra me?
    -shen giyvarvar?
    -me, ar vici. gio me shen megobris tvalit giyureb, ase rom dzalian miyvarxar rogorc megobari, magari adamiani xar dzzz:P tan me love myaaaaaaaaaaaaaaaaaaaavs…
    -e.i. ar giyvarvar… tan shen love gyavs.
    -rogorc bichi ara…
    -kai mesmis sheni…magram me yoveltvis meyvarebi…
    -kai gio exla wavedi.
    marim gio gadakocna da nikastan avida saxlshi…
    -vin aris?
    -nika, mari var.
    -vaaaaaaaaaaaa chemi sixaruli.
    nika da mari ertmanets chaexutnen da saxlshi shevidnen.
    -nika ici ra moxda?
    -ra?
    - ... კითხვის გაგრძელება »

    წრუპ-წრუპა

    ნიჭიერი - ძაღლოსანი ბავშვი

    youtube-დან ვიდეოების გადმოწერა უპროგრამოდ

    მეორე ვარიანტი დიმაუშკის გაკეთებისა!!

    დიმაუშკის გაკეთება!!

    სიყვარულის 10 საიდუმლო

    სიყვარულის 10 საიდუმლო



    1.ფიქრის ძალა

    სიყვარული ფიქრით იწყება. ჩვენ ხვდებით იმ სამყაროს ნაწილი, რომლებსაც ფიქრებში ვქმნით.
    ეს სამყარო სავსეა სიყვარულითა და სიცოცხლით.


    2.პატივისცემის ძალა

    რომ შეგიყვარდეს, ჯერ პატივს უნდა სცემდე.
    სხვას რომ სცემდე პატივს, ჯერ საკუთარი თავის პატივსცემა უნდა იცოდე.


    3.გაცემის ძალა

    თუ სიყვარულის მიღება გინდა მისი გაცემაც უნდა შეგეძლოს.
    რაც უფრო ბევრ სიყვარულს გასცემ, მეტს მიიღებ უკან. სიყვარულის ფორმულა იმაში კი არ მდგომარეობს რისი აღება შეგიძლია,
    არამედ იმაში რისი გაცემა შეგიძლია.


    4.მეგობრობის ძალა

    ნამდვილი სიყვარული რომ იპოვო, ჯერ ნამდვილ მეგობარს უნდა მიაგნო.
    სიყვარული ერთმანეთის ყურებას კი არა, სამყაროს ერთად ყურებას ნიშნავს.


    5.შეხების ძალა

    ნაზი შეხება სიყვარულის ძლიერი გამოხატულებაა, რომელიც ანგრევს ბარიერებს, ამყარებს ურთიერთობას.
    ოღონდ შეხება არ უნდა იყოს ვულგარული


    6.თავისუფლების ძალა

    თუ ვინმე გიყვარს მიეცი თავისუფლება. თუ დაგიბრუნდება ესე იგი ის შენია,
    თუ არ დაგიბრუნდება არ იდარდო ესე იგი ის არც არასდროს ყოფილა შენი.
    ჭეშმარიტი სიყვარულის დროსაც კი სჭირდებათ ადამიანებს საკუთარ სამყაროში თავისუფლება ნუ შეზღუდავთ მას.


    7. ურთიერთობის ძალა

    როცა გულწრფელათ ვურთიერთობთ ცხოვრება გაცილებით იოლია.
    ნუ შეგრცხვებათ სამი ჯადოსნური სიტყვის თქმა __ ,, მე შენ მიყვარხარ''. ნ ... კითხვის გაგრძელება »

    Saxalisoa NaXet :D

    შენ ხვდები რომ 2010 წელია იმით,
    რომ:

    1. დილას ადგომისთანავე მიკროტალღოვანი ღუმელის ჩასართველად პინ კოდი შეგყავს.
    2. აბა დაფიქრდი რამდენი ხანია SOLITAIRE ნამდვილი კარტით აღარ გითამაშია.
    3. გაქვს 15 ნომრიანი სატელეფონო სია, რათა დაუკავშირდე შენს ოჯახს, რომელიც მხოლოდ სამი წევრისგან შედგება.
    4. შენ ე-მაილ-ით ეკონტაქტები კოლეგას, რომელიც შენ წინ ზის.
    5. გაწყვიტე ურთიერთობა მეგობრებთან, რადგანაც მათ არ აქვთ ე-მაილ-ის მისამართი.
    6. ყველა სატელევიზიო არხს კუთხეში ვებ-გვერდის მისამართი აწერია.
    7. ხანგრძლივი დამღლელი დღის შემდეგ სახლში ტელეფონს იღებ და ფირმის სახელით პასუხობ.
    8. პანიკაში ვარდები თუ შემთხვევით მობილური დაგრჩა სახლში, და გარბიხარ უკან წამოსაღებად.
    10. დილას დგები და იმის მაგივრად რომ ყავა დალიო, აუთლუქს ხსნი და მეილებს ამოწმებ.
    11. ახლა შენ ტექსტს კითხულობ და იღიმები.
    12. აღიარე, რომ უკვე კარგად იცი, ვის გადაუგზავნი ამ მეილს.
    13. იმდენად გამოშტერებული ხარ, ამ წუთას, რომ ისიც ვერ შენიშნე, რომ მეცხრე პუნქტი სიაში გამოტოვებულია.
    14. ახლა რას აკეთებ ეძებ ნამდვილად გამოტოვებულია თუ არა.

    და ახლა იცინი...

    აბა დაფიქრდი ხომ სიმართლეა რაც აქ წერია.

    და სხვათაშორის ამერიკელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევის შემდეგ დაადგინეს რომ პიროვნებებს რომლებსაც სექსუალური პრობლემები აქვთ მეილს კითხულობენ ისე, რომ მაუსზე უდევთ ხელი და წარწერებს აყოლებენ ისარს. :))))

    ახლა ნუ შეეცდები უარყოფას და ხელს ნუ გაუშვებ მაუს ... კითხვის გაგრძელება »

    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz