ოთხშაბათი, 2024-04-24
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » 2010 » მარტი » 14 » =))=)) =*))
    2:01 PM
    =))=)) =*))


    არა!ნუ წახვალ!
    მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
    გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.

    ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
    ტყეში,
    შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,

    მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
    ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
    ავიტან,

    ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
    თქეშში,
    განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,

    მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
    ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.

    დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
    გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,

    არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.

    ***
    მოვალ ჩაგხედავ ლამაზ თვალებში,
    და შენს თბილ ხელებს გულში ჩავიკრავ,
    მოგეფერები და ჩუმად გეტყვი,
    შენს ნახვას სხვასთან ვეღარ ავიტან!

    სიყვარული რაგვარია, -,
    მეხია და თავზარია,,
    სიხარულის გზებით მოდის,,
    მწუხარების საგზალი აქვს,,
    დღე და ღამე დარდი, შფოთი,,
    მიწისძვრა და ზანზარია.

    მე დღეს ლექსის მოძღვნა არ შემიძლია,
    მოგიძღვნი ამ გულს
    მე დღეს სიმღერის მღერა არ შემიძლია
    მოგიძღვნი ამ გულს
    მაგრამ ამ გულს კი შეუძლია ორად გაიყოს?
    განა მას შესწევს ძალა ლექსის მოძღვნის სიმღერის?
    არ გაიყოფა ეს გული და ჩემთან დარჩება,
    და შენ უგულო ნუღარ ცდილობ ჩემგან მიღებას იმის
    რაც მე უკვე აღარ მეკუთვნ

    თუ შეგიყვარდა ოდესმე ვინმე
    ისე ძალიან მე, რომ მიყვარხარ
    ტუ შეგაწუხა უიმისობამ,
    როგორც მე ვწუხარ ჩემთან, რომ არ ხარ
    და თან მან ისე დაგასაჩუქრა,
    როგორც მაჩუქე შენ ცივი გული
    მაშინ მიხვდები თუ როგორია
    ჩემი შენდამი სიყვარული...

    ***
    ოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს
    მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს
    ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს
    მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს
    ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს
    შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს
    მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს
    მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს
    მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ

    ***


    თოვლი მოსულა,სიცივე მათოვს,
    და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
    სიზმრად შენც მოხველ,მაგრამ არ ვიცი,
    ფიფქებთან ერთად თუ ცოტა გვიან,
    თოვლი მოსულა ისე ქათქათა,
    თითქოს ანთებენ ჯადოთა ლამპარს,
    ჩემს სასთუმალზე ნებივრობს კატა,
    და ყვება ღამის სევდიან ზღაპარს.
    თოვლი მოსულა, შიშველ ხეების
    შემორჩენილი კვდება ფერები......
    თოვს!
    და იწყება სითეთრეების ეფემერული გამოფენები.
    თოვლი მოსულა,შენფერად მათოვს,
    და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
    მახსოვს შენც მოხველ,
    მაგრამ არ მახსოვს,
    თორმეტ საათზე,თუ ცოტა გვიან...

    ***


    ძნელია,როცა გიყვარს და
    ეს სიყვარული აკრძალულია
    როცა ცხოვრობდა
    ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია
    ძნელია როცა გჯერა ტყუილის და
    სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ
    გრძნობ როგორ ქრება და
    შენს სიყვარულს გადასარჩენად ხელს ვერ უწოდებ
    ძნელია,როცა შეგცვალა დრომ და
    შენს გულს არაფერი არ შეუცვლია.
    კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1034 | დაამატა: kika | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    9%" border="0" cellspacing="0" cellpadding="0">
     



    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz