ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველან, წყალობა ჰყავით… საქართველოის ყოველის მპყრობელმან ვისურვე, დავით… ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით… - ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები? ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი "ნიკოფსიითგან დარუბანდამდე”… თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოვდილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? - გულზე დამადგით, ფეხი დამადგით, გულზე ყოველთა…
|