ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს, არ მინდა გული სამარეს მივცე; მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან, მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ. იქ უხილავი მხარე მიცდიდა და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე; მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან, მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ. იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა და გაგიჟებას ველოდი ისევ; მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან, მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ. ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს, არ მინდა გული სამარეს მივცე; მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან, მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
|