პარასკევი, 2018-01-19
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » 2010 » მარტი » 13 » გიორგი ლეონიძე (1897-1966)
    6:44 PM
    გიორგი ლეონიძე (1897-1966)

    ღამე ივერიისა



    ისევ აყვავდა გული ვარდივით,
    და ისევ მინდა შენზე დავწერო...
    დარიალიდან გადავარდნილი
    ხაზარეთისკენ მისცურავს წერო.

    დახანძრებული წევს ივერია,
    მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს
    მეტივეები სადღაც მღერიან,
    სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე...

    სთვლემენ ბეღლებში ლურჯი ყანები.
    ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი.
    ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები...
    სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.

    სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით,
    ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ...
    დარიალიდან გადავარდნილი
    ხაზარეთისკენ მისცურავს წერო...


    კატეგორია: ლექსები | ნანახია: 469 | დაამატა: kika | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
     



    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2018
    Create a free website with uCoz