პარასკევი, 2024-03-29
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » 2010 » მარტი » 13 » ილია
    8:12 PM
    ილია

    ქართვლის დედას
    „აწმყო, შობილი წარსულისაგან,
    არის მშობელი მომავალისა".
    ლეიბნიცი „აწმყო, შობილი წარსულისაგან,
    არის მშობელი მომავალისა".
    ლეიბნიცი

    ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
    უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
    დედის ნანასთან ქვითინი მთისა
    მას უმზადებდა მომავალ გმირსა...

    გაქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
    კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
    სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
    თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.

    მითხარ, სადღაა მამაპაპური
    მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
    სახელისათვის ამაყი თრთოლა,

    მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?

    მას ნუღარ ვტირით, რაც დამარხულა,
    რაც უწყალოს დროს ხელით დანთქმულა;
    მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
    ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,

    ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
    ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
    აქ არის, დედავ, შენი მაღალი
    დანიშნულება და საღმრთო ვალი!

    აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
    საგზლად ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
    შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
    ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -

    რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
    და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
    მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
    და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.

    დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
    ისე აღზარდე შენ შვილის სული,
    რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
    უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

    კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1071 | დაამატა: kika | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    9%" border="0" cellspacing="0" cellpadding="0">
     



    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz