ხუთშაბათი, 2024-05-16
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » ლექსები
    ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე ......

    ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
    და რომ მეტყოდე რამეს...
    ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
    შევცვლიდი თვით ამ ღამეს.
    ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი...
    მხიარულებით ქალაქს...
    შენი შემხედვარე
    შენი ხმის გამგონე

    ჭკუას დავკარგავდი ალბათ.

    ეხლა რომ მოხვიდე?
    ეხლა რომ დარეკო?
    ეხლა რომ შემეხო, წამით...
    ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს
    თუკი შენ გარგებდი ამით...
    ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
    და რომ მეტყოდე რამეს
    ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
    ავაწიოკებდი ღამეს.......


    მე შენ მიყვარხარ !

    null

    "მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
    და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
    "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
    დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.
    ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში,
    მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ,
    "მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
    თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
    "მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე,
    თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
    "მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს,
    გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
    და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,
    არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა,
    მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად:
    "მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"


    ვიცი რო მოხვალ....

    ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
    შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
    ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
    თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
    ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
    რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
    შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
    რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
    ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
    კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
    გაიბუტები და როცა წახვალ
    მაშინ საფლავში მეც ავტირდები


    ისევ მარტო...

    ისევ მარტო როგორც ყოველთვის მივდივარ ბილიკზე
    ვფიქრობ ხალხის ჩემს მიმართ მწარე ტირილზე
    მარტო წავედი თან წავიგე ჩემი გრძნობები
    მშვიდად მივდივარ რადგან ვიცი გემახსოვრები
    არ მეშინია არც სიკვდილის და არც სიბნელის
    არც კი ვიდარდებ იქ წასულს თუ მე ვინ მელის
    მივდივარ ჩუმად თავდახრილი რაგაც საოცრად
    ვინც კი მნახა მე მიმავალი ყველა გაოცდა
    ყველა გაოცდა როცა მნახეს მშვიდად ვიყავი
    უკვე ვხედავ როგორ იღება დიდი ცის კარი
    შემოვტრიალდი გემშვიდობებით კარგად იყავით
    აქ ვერ გამიგეთ ჩემი ადგილი ალბათ იქ არის
    ბევრს გავახარებ ბევრიც ღამით ჩუმად იტირებს
    ძველ ვაზაში ჩემი ვარდები ისევ ტივტივებს
    ისიც გამხმარა დაჰკარგვია ნაზი ნაკვთებიი
    მე მოვკვდი ვარდო შენ კი ნეტავ რატომ არ კვდები
    ის სილამაზე რაც მე მქონდა გადმოგდებია
    ჩუმად ვჩურჩულებ თიტქოს სიცოცხლე მომნატრებია
    მინდა სიცოცხლე ძველი ტკივილი დამვიწყებია
    მაგრამ წავედი უკან დაბრუნება მართლაც ძნელია


    წაიკითხეთ ყველამ !!!!!!!!!!!!

    alo..

    -maar, shen xar?                              გაგრზელება სრულიადში
    -xo, aba vin iqneba she debilo?
    -ragacnairi xma gaq…
    -vici, bakurianshi gavcivdi.
    -da momismine, unda gnaxo raaaaa…
    -ra ari,ra moxda?
    -salaparako maq……
    -kai, kai da sad?
    -xval barnovze kafe roa, samze iq viqnebi da modi. ok? ... კითხვის გაგრძელება »

    შენ ვერ გაიგებ:

    თუკი ცრემლები არ დაგდენია,
    მაშ ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის,
    თუკი არავინ მოგნატრებია,
    როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის,
    თუ ღამეები არ გითევია,
    ვერ შეიგრძნობდი დადგომას დილის,
    თუ სოყვარულის არ გაგეგება,
    ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის,
    თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია,
    ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის,
    მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,
    შენთვის უცხოა რასაც განვიცდი...


    სიზმარში გნახე

    შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
    თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
    შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს
    ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით

    შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის,
    ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
    მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
    სუნამო, ყელი და თხელი თეძო.

    შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
    სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
    ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
    არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.

    შენსავით კაბას ვერავინ იხდენს
    მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
    სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე
    განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს



    მუზა

    ლექსის წერას რა სჭირდება?
    კალამი და ფურცელი
    სამი ჭიქა შავი ღვინო
    ხინკლით სავსე მუცელი.

    ერთი რბილი სავარძელი
    წინ ლამაზი ქუჩები,
    ხალიჩაზე დაწოლილი
    ქერა ქალის ტუჩები.

    არ მჭირდება სხვა მუზა
    მხოლოდ სუფთა ფიქრები
    მერე ნახეთ სუყველამ
    რა პოეტიც ვიქნები.


    * * *


    იყო სურვილი
    გრძნობა კი არა,
    იყო ტყუილი,
    იყო მიყვარხარ.
    იყო ცრემლები,
    სიცილი იყო
    და ყველაფერი
    ხანმოკლე იყო.
    თითქოს არც იყო,
    იყო კი, არა,
    ცხოვრებამ ისე
    დაგვატრიალა,
    აღარც კი მახსოვს,
    სიმართლე იყო?
    ან როდის იყო,
    იყო? არ იყო?
    იქნებ საერთოდ
    არც კი ყოფილა,
    იქნებ სურვილი
    დაკმაყოფილდა,
    ან ბედისწერის
    ხარვეზი იყო
    ის, რაც ოდესღაც
    ჩვენს შორის იყო.
    იქნებ ნიშანი
    სიმართლე იყო,
    იქნებ საერთოდ
    არ წასულიყო?
    ან ვინც მეგონა,
    ის, სულ არ იყოa
    და ბედისწერის
    გზებიც გაიყო.


    მე თუ ავტირდი

    მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
    ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
    გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
    შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
    შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
    გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა,
    შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
    დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
    მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
    ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
    შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ,
    ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა,
    მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა,
    შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
    გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი,
    ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის..


    « 1 2 ... 9 10 11 12 13 14 »
    ძებნა
    კალენდარი
    «  მაისი 2024  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz