სამშაბათი, 2024-03-19
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » ლექსები
    ნისლი

    null

    - რას ფიწრობ, ნისლო, ტიალო,
    შემჯდარო გორის ფხაზედა?
    განა შენც რამე გაწუხებს
    ამ ოხერ ქვეყანაზედა?

    იქნება მტერი დაგეცა,
    რისხვა გაწვიმა თავზედა,
    ან იქნებ შენი მიჯნური
    შენს რაყიფს უწევს მკლავზედა?

    გან შენაც იცი ჯავრობა,
    რისხვიტ ანთება წამზედა?
    შენაც თუ იცი ტირილი,
    ცრემლის დაგუბვა თვალზედა?

    ან თუკი გრძნობ რას ამ ქვეყნად,
    ჰფიქრობ ავსა და კარგზედა?
    - ჰაი, ჰაი, რომ მეც ვფიქრობ,
    შესხმა მეც ვიცი ფრთებისა,

    თავად ფიქრი ვარ, ნაფიქრი
    დიდის მაღალის მთებისა;
    გული მეც გამიხარდების,
    რისხვითაც ამენტებისა;

    მეაც შემიძლი ჯავრობა,
    თვალზედაც ცრემლი მწვთებისა,
    ჩემი ცრემლია, დილით რომ
    ბალახზე ნამი დგებისა;

    მეაც შემიძლი ალერსი
    ჩემი ძმების და დებისა;
    თუმც კი მაღლა ვარ მთაზედა,
    დარდი მე აქაც მწვდებისა;

    მეაც მყავ ჩემი ნანდობი -
    მწვანე კალთები მთებისა,
    იმათ ენაცვლოს ჩემ თავი,
    ეს გული მათთვის ჰკვდებისა


    ... კითხვის გაგრძელება »

    *****


    მაკოცე!…
    დაირღვევა მისჯილი დუმილი,
    მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი…
    მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს,
    არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს…
    მაკოცე…
    შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა,
    გაკოცებ!…
    მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ…
    ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს,
    ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე,
    ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს….




    LOVE

    მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო

    დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი,

    ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი,

    ... კითხვის გაგრძელება »

    ლექსები

    ციურ 

    ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები…
    მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
    თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
    როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
    მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
    არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
    არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
    გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
    ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
    სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
    აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
    აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
    უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
    თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა, ... კითხვის გაგრძელება »

    იცი? არა არაფერიც არ იცი...

    იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი...

    იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...
    იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...
    იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი..
    იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან....
    იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!
    იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ..
    იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!
    იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი...
    იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი..
    იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!
    ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ...
    არა არაფერიც არ იცი



    **********



    მთვარეს რომ ვხედავ შენ მახსენდები
    შენი უძირო შავი თვალები…
    მასავით ცივი, უკაცრიელი,
    იდუმალებით მოცული მზერა...
    მაგრამ ზოგჯერაც მე ამ მზერა
    ვხედავ ალერსს და თბილ ბუნებას…...
    სანამ ღრუბელი მიეფარება
    და დაუბრუნებს იდუმალებას...
    ნეტავ რას მალავ ღრუბლების მიღმა?
    რის დამალვა გსურს ღამის წყვდიადში?
    შენი გრძნობების, ნამდვილი სახის,
    თბილი და სათნო ადამიანის?
    ნება მომეცი ერთხელ შეგეხო
    ცივი თვალები კოცნით გაგითბო...
    მე მსურს ნამდვილი სახე მანახო
    და სათნოების გრძნობით დამათრო...



    grdznobebi

    მხოლოდ ერთხელ,

    მხოლოდ წამით, 
    შემომხედე თვალებში
    დიდი გრძნობით,
    დიდი ვნებით,
    გაიელვე წამებში,
    თვალთა ხედვა დამიბნელე,
    ბრმად ნაფეხურს მივყვები...
    ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
    მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
    სად წავიდე,
    სად გეძებო,
    შენ ხომ გაქრი წამებში...
    ეხლა ვეღარ გპოულობ და
    მე დაგეძებ ნატვრებში...
    მხოლოდ ერთხელ,
    მხოლოდ წამით,
    შემომხედე....აგყევი...
    გამაგიჟე,გადამრიე
    და ცხოვრებას გაყევი...

     



    ჩვენი გმირების საფატივცემულოთ

    ჩემს სამშობლოში ომია
    მტერი კარზე მოგვდგომია,
    ბევრ დედიკოს შვილის სისხლი
    თვალზე ცრემლად მოდგომია.

    ქართველ ვაჟკაცს, სისხლის ფასად
    სამშობლოსთვის უბრძოლია,
    სიკვდილის წინ, სველ მიწაზე
    შვილებისთვის ულოცია.

    ჯარისკაცის სველ ფიქრებში
    წარსულს მწარედ უთოვია,
    ომში წასულს, გამწარებულს
    უკან გზა ვერ უპოვნია.

    შვილის ცივი სახის ნახვა
    მშობელს ნატვრად გაუხდია
    და ღვთის სახლში, მის სახელზე
    კელაპტარი დაუნთია.

    გმირ ბიჭებთა მოსაგონად
    საფლავიც ვერ აუგიათ,
    გაყინული სხეულები
    სველ მიწაზე დაუწვიათ.

    მათთვის, ვისაც მტრის ნასროლმა
    ტყვიამ მკერდი გაურღვია,
    სამშობლოსთვის დაღუპვისთვის
    ღმერთს ცის კარი გაუღია.

    თუმცა, ბედკრულ საქართველოს
    ბრძოლა მაინც წაუგია,
    მაგრამ გმირ ქართველთა გვარი
    დროსაც კი ვერ წაუშლია.


    ვიცი რო მოხვალ....



    ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
    შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
    ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
    თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
    ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
    რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
    შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
    რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
    ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
    კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
    გაიბუტები და როცა წახვალ
    მაშინ საფლავში მეც ავტირდები


    შენ არ მენანები,ის დრო მენანება


    შენ არ მენანები,ის დრო მენანება,
    გული რომ დავუთმე და მთელი არსება.
    შენ არ მიყვარხარ,ის დრო მეყვარება
    სიკვდილის კარამდე ჩემთან რომ დარჩება.
    რაა სიყვარული, დროების მონაა,
    ზოგჯერ აღტაცება ღვთაების სადარი
    და თუ სიყვარული ღვთაების წონაა
    ასე ხანმოკლე და მოკვდავი რად არის?
    შენ არ მენანები,ის დრო მენანება.


    1 2 3 ... 13 14 »
    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2024  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz