სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » ლექსები
|
მიყვარხარ |
|
|
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით, მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას? დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა, მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.
|
|
|
|
|
|
მზე |
|
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება. მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი. მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი. მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი. ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
|
|
|
|
|
|
მენატრება შენი სახე, |
|
|
მენატრება შენი სახე, ამ დილითაც სიზმრად გნახე. ისევ მათბობს შენი ფერი, არ მამშვიდებს არაფერი. აღარ მშველის ლექსის წერა, ზურგით მიდგას ბედისწერა. დამავიწყდა უკვე ლოცვა, მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. თავში დამსდევს ერთი აზრი, ვერ გავუგე შინაარსი. ვერ დავხატე გრძნობის ფერი, ყალბი გახდა ყველაფერი. ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს, ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს. არ მიპყრობდა ფერი ვარდის, მაშინ, როცა გვერდით მყავდი. დამეკარგა გრძნობა, სმენა, აღარც ჩიტის მესმის სტვენა. დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა, ერთადერთი ჩუმი რწმენა
|
|
|
|
|
|
I MiSS YoU (მონატრება) |
|
|
მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა, ერთადერთი ჩუმი რწმენა
|
|
|
|
| « 1 2 ... 10 11 12 13 14 » |
|
|
კალენდარი |
« მაისი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|