სანთელს ვანთებდი ეკლესიაში, სანთელი შენებრ ტიროდა ქარი ლეწავდა კარებს ტაძრისას, ქარი შენსავით კიოდა.
მუხლმოდრეკილი ვიყავი ხატთან და ღმერთსა ვთხოვდი შენს თავს. ასე თანდათან ლოცვით გართული მე წამოვედი შენთან.
გზად მიმავალი მე შევხვდი ფანტელს, იგი საოცრად გგავდა. კოცნა მომინდა, ხელი შევახე, მაგრამ ფანტელი გადნა.
უეცრად კიდევ გამოჩნდა ფიფქი, ისიც შენ გგავდა მეტად, ძალიან, დაკავებული ვიყავი ფიქრით, და ის უჩუმრად გაქრა.
|