სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2010 » მარტი » 07
|
იცი რომელ დღეს მოვკვდები? |
|
|
*** სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...
*** ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ძლიერ! მაგრამ ჩვენს შორის სიშორე ჩადგა.. მე დავიჩაგრე ცხოვრების მიერ და გადაწყვეტის საკითხი დადგა.. დრო გადიოდა,მე შენ გელოდი.. მჯეროდა ოდესმე დაბრუნდებოდი.. დრო გადიოდა,შენ კი არ ჩანდი.. წინ მენგრეოდა ცხოვრების ხიდი.. მთელი ამ დროის განმავლობაში მე შენ გიხსენებ,ფიქრებით ვტკბები.. "ნუთუ არასდროს არ დაბრუნდები??" თავს ვიტანჯავდი მე ამ კითხვებით.. თვალები ცრემლით მევსება ნელა..
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ოო, ეს ნერვები... რა დღეში გაქვთ ნერვები? |
|
|
ჩვენს დროში წონასწორობის შენარჩუნება ძნელია. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობენ თავდაჭერილი, გაწონასწორებული ადამიანებიც, რომლებიც მღელვარებას იშვიათად გამოხატავენ და სქელკანიანებიც, რომლებსაც ნერვები არასოდეს ღალატობთ. ამ ტესტის ავტორია ინგლისელი ფსიქოლოგი ვ. კოულმანი. თუ გსურთ იცოდეთ, რა მდგომარეობაში გაქვთ ნერვები, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს: 1) ცუდად გრძნობთ თუ არა თავს, როცა მარტოდმარტო რჩებით სრულ სიბნელეში?
2) მიგაჩნიათ თუ არა, რომ მეტისმეტი პასუხისმგებლობებით ხართ დატვირთული? 3) გაღელვებთ თუ არა, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემო მყოფნი? 4) ტელეფონის ზარზე ხშირად კრთებით? 5) წუხხართ წვრილმანების გამო? 6) ნერვიულობთ თუ არა საკუთარი ჯანმრთელობის გამო? 7) ღელავთ თუ არა ფინანსების გამო? 8) ძალიან ნერვიულობთ, როცა ტრანსპორტით მგზავრობისას სასურველ გაჩერებას გასცდებით? 9) გიტყდებათ თუ არა ძილი ამა თუ იმ პრობლემაზე ფიქრის გამო? 10) გჭირდებათ თუ არა ხანდახან დამაწყნარებელი საშუალებები? 11) ჩაგიტარებიათ ოდესმე მკურნალობა დასამშვიდებლად? 12) მიიჩნევთ თუ არა თავს შებორკილად? 13) გიკანკალებთ ხმა აღელვებისას? 14) ადვილად ეშვებით? 15) ადვილად ვარდებით უხერხულობაში? 16) როგორ ფიქრობთ, თქვენს ნაცნობებზე მეტად ხართ მიდრეკილი მღელვარებისკენ? 17) აღიარებდით, რომ მუდმივად რაღაცაზე წუხხართ? 18) ადვილად ღიზიანდებით? 19) გაწუხებთ პანიკის შეტევები? 20) შეუპყრიხართ ოდესმე სურვილს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ლეგენდა სიყვარულზე |
|
|
ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა თვისება(გრძნობა).ერთ მშვენიერ დღეს თვისებებს გამოუსხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ მოამზადა ნავი და გაცურეს.მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე ბოლო წუთამდე.როცა სიყვარული თითქმის დაიფარა წყლით, მან შველა ითხოვა.ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას:´განცხრომავ, ამიყვანე შენს ნავზე!´
-არა,-უპასუხა განცხრომამ- ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა, რომ ადგილი არ მაქვს!.
სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის.
- პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში!
- არაფრით არ შემიძლია, სიყვარულო, შენ მთლად სველი ხარ, დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს!- უპასუხა პატივმოყვარეობამ. შორიახლო გაცურა მწუხარებამ.
-მწუხარებავ, ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე!
- ოჰ, სიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა მარტო ვიყო.
მაშინ სიყვარულმა დაუძახა ბედნიერებს, მაგრამ ის იმდენად აღფრთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით, ვერც კი გაიგონა სიყვარულის ძახილი.
უცებ მოესმა ხმა... - სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე- ეს იყო მოხუცი.სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ მოხუცი თავისი გზით წავიდა.როცა სიყვარული მიხვდა, რამდენად დავალებული იყო მოხუცისგან, სხვა მოხუცს- ცოდნას, მიმართა:
- ვინ დამეხმარა მე?
- ეს იყო დრო,- უპასუხა ცოდნამ.
-დრო? მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ნუ მაშინებ! |
|
|
ნუ მაშინებ! დაშორებით ნუ მაშინებ! ნუ მაშინებ,იმიტომ,რომ ეს ჩემთვის უკვე სულერთია.... ჩემთვის მთავარი მე უკვე განვიცადე, სიყვარული უკვე ვიპოვე, უკვე ვნახე, ვნახე გაოგნება, ვნახე,მონატრება, ვნახე ტირილი, ვნახე ლექსები ჩემზე და შენზე ნაწერი, ჩვენი ნაწერი, ვნახე გაოცება, ვნახე ამბორი, ვნახე დაშორება, ვნახე ყველაფერი,რაც კი სიყვარულს ეხება..... ახლა აღარაფერი მაქვს დასაკარგი, უკვე ბევრი დამრჩა მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელ;ი...... და,,
თუ ვერ მოვიპოვებ და შევინარჩუნებ, არაუშავს!!! მე ეს უკვე ვნახე,მე ეს უკვე განვიცადე, და დიდი მადლობა ამისთვის..... თუ შენ ეს აღარ გინდა შენი ნება და შენი ცხოვრებაა, მე მართლა მიხარია,გიცნობ და მიცნობ, მიყვარხარ და გიყვარვარ... და ეს მშვენიერია!!!! ოღონდ,თუ გსურს დამშორდე, არასდროს თქვა,რომ ეს იყო მშვენიერი,რომ ეს იყო კარგი, რომ კარგი იყო ჩემთან ყოფნა, თუ ეს ასე მიგაჩნია, დარჩი ჩემთან....... მაგრამ... შენ გინდა დამშორდე....კარგად!! იყავი ისეთი ლამაზი,როგორც ახლა ხარ...... და თუ მოგეცა ბედნიერების შანსი, ნუ იტყვი უარს!!!!!!
|
|
|
|
|
|
პატარა წერილი სიყვარულზე |
|
|
არ ვიცი ვინ ხარ,არ ვიცი როგორ და რატომ მოხვდა ეს ნაწერი შენთან,მაგრამ მინდა რომ იცოდე ვწერ იმას რაც მე ვიგრძენი,რაც განვიცადე,რამაც მასწავლა ცხოვრება,რამაც ჩემი თავი მაპოვნინა და შემდეგ დამაკარგინა,რამაც უმზეოდ გამათბო და რამაც სამუდამოდ გამაცია,რამაც სილამაზის აღქმა მასწავლა და რამაც საბოლოოდ დამიხუჭა თვალი,რამაც სულის მუსიკა გამაგონა და რამაც საბოლოოდ მომისპო სმენა,რამაც ცაში ამიყვანა და რამაც ქვესკნელი მანახა მყისვე... მინდა გითხრა ფრაზა, რომელიც ყველაფერზე მეტია,ფრაზა რომელიც ცხოვრების არსია,ფრაზა რომელიც თავად ღმერთია:მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ და ამიტომ ვწერ,არ ვიცი რას მაგრამ ვწერ,არც ის ვიცი რატომ მაგრამ მაინც ვწერ... შენში განაგრძობს ეს ისტორია სიცოცხლეს რადგან მე მოვკვები,დავსვავ წერტილს და მოვკვდები... უსაზღვროა სამყარო გრძნობისა და მე მასში საბოლოოდ ვპოვე ჩემი ადგილი.მე ვარ ადამიანი რომელიც სიყვარულად,სიყვარულისთვის და სიყვარულით მოვიდა ქვეყნად... შევიგრძენი ჭეშმარიტება,ვიხილე უსასრულო სივრცე,თვალებში ჩავხედე ყოვლისმომცველ ბობოქარ გრძნობას და მან მშთანთქა... შემიყვარდა... მე არასდროს ვარსებობდი,მე ყველა თქვენგანი ვარ,,, უბრალოდ განსხვავებული ისტორიით... ყველა ადამიანი დაინახავს რაღაც თავისას, ყველა ადამიანს გაუჩნდება გრძნობა რომელიც მე განვიცადე... ცრემლით ვასველებ ფურცელს,ემოცია ლამაზად იქარგება ქართულ ანბანში,მე ამ ნაწერში ჩემს თავს დავტო
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
მე შენ მიყვარხარ ! |
|
|
"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი. "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ, "მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. "მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, "მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად: "მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"
|
|
|
|
|
|
შენ ვერ გაიგებ: |
|
|
თუკი ცრემლები არ დაგდენია, მაშ ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის, თუკი არავინ მოგნატრებია, როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის, თუ ღამეები არ გითევია, ვერ შეიგრძნობდი დადგომას დილის, თუ სოყვარულის არ გაგეგება, ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის, თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია, ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის, მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ, შენთვის უცხოა რასაც განვიცდი...
|
|
|
|
|
|
სიზმარში გნახე |
|
|
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს თამამად, უფრო ბავშვური გზნებით, შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის, ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ, მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით, სუნამო, ყელი და თხელი თეძო.
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ, სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს, ჩემი ადგილი ჩემსავე გულში არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს, სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს
|
|
|
|
|
|
* * * |
|
|
იყო სურვილი გრძნობა კი არა, იყო ტყუილი, იყო მიყვარხარ. იყო ცრემლები, სიცილი იყო და ყველაფერი ხანმოკლე იყო. თითქოს არც იყო, იყო კი, არა, ცხოვრებამ ისე დაგვატრიალა, აღარც კი მახსოვს, სიმართლე იყო? ან როდის იყო, იყო? არ იყო? იქნებ საერთოდ არც კი ყოფილა, იქნებ სურვილი დაკმაყოფილდა, ან ბედისწერის ხარვეზი იყო ის, რაც ოდესღაც ჩვენს შორის იყო. იქნებ ნიშანი სიმართლე იყო, იქნებ საერთოდ არ წასულიყო? ან ვინც მეგონა, ის, სულ არ იყოa და ბედისწერის გზებიც გაიყო.
|
|
|
|
|
|
მე თუ ავტირდი |
|
|
მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა, ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს, გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა, შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს, შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი, გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა, შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს. მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის, ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან, შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ, ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა, მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა, შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი, გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი, ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის..
|
|
|
|
|
|
მიყვარხარ |
|
|
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით, მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას? დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა, მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.
|
|
|
|
|
|
მზე |
|
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება. მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი. მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი. მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი. ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
|
|
|
|
|
|
მენატრება შენი სახე, |
|
|
მენატრება შენი სახე, ამ დილითაც სიზმრად გნახე. ისევ მათბობს შენი ფერი, არ მამშვიდებს არაფერი. აღარ მშველის ლექსის წერა, ზურგით მიდგას ბედისწერა. დამავიწყდა უკვე ლოცვა, მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. თავში დამსდევს ერთი აზრი, ვერ გავუგე შინაარსი. ვერ დავხატე გრძნობის ფერი, ყალბი გახდა ყველაფერი. ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს, ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს. არ მიპყრობდა ფერი ვარდის, მაშინ, როცა გვერდით მყავდი. დამეკარგა გრძნობა, სმენა, აღარც ჩიტის მესმის სტვენა. დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა, ერთადერთი ჩუმი რწმენა
|
|
|
|
| |
|
|
|