ორშაბათი, 2024-04-29
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » 2010 » მარტი » 8 » ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება
    6:49 AM
    ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება

    ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე.

    ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში.

    შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი, გათვალიერებდი, შორიდან გეალერსებოდი, შენ კი არ შემოგიხედავს. მე მეტი აღარ შემეძლო, შენ მესამე სიგარეტს მოუკიდე და პირველად გამომხედე. _ ნატვრისთვალი რომ ვიყო, რას ინარტებდი? დიდი ხნის წინანდელი უპასუხოდ დატოვებული კითხვა გამიმეორე, უეცრად. _ თოვლს . . . _ თოვლი?! რა თოვლი? _ თოვლს ვინატრებდი. _ გიყვარს თოვლი? _ ძალიან, მინდა რომ ეს უსუსური, გაშიშვლებული ხეები თოვლით იყოს თეთრად შემოსილი. ძალიან მიყვარს. _ მე გუკა მქვია, შენ? _ მე . . . მე თათა. _ ძალიან კარგი, სასიამოვნოა, ახლა უკვე ვიცნობთ ერთმანეთს . . . _ არა, არ ვიცნობთ. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის სახელები ვიცით. _ მარტო ეგ არა! მე კიდევ ის ვიცი, რომ შენ თოვლი გიყვარს, თანაც ძალიან! . . . ვერაფერი მოვიფიქრე, არა და ისეთი ცელქი ვიყავი, ოინებში ვერავინ მჯობდა . . .

    იმ დღის მერე შენ ჩემი ნატვრის თვალი გახდი. რაც უნდა მეთხოვნა, ყველაფერს მისრულებდი, გარდა ერთისა თოვლი არ ყოფილა არც ერთ ზამთარს თბილისში, როცა ოდნავ თოვას დაიწყებდა, შენ მეუბნებოდი. _ აი, ესეც აგისრულე! მე კი ყოველთვის უკმაყოფილოდ გეუბნებოდი: _ არა, ეს თოვლი მალე დადნება . . . ასეთ პასუხზე ერთხელ დანანებით მითხარი: _ მოვა დრო, თოვლი იდება თბილისის ქუჩებში, შენ კი ცრემლებით დაასველებ იმ საოცარ სილამაზეს . . . ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მომიქცევია. ხოლო წელს, როცა თბილისს დიდი თოვლი მართლაც ესტუმრა, გამახსენდა შენი სიტყვები . . . *** გუკა დილიდან გახარებული იყო იმ დღეს. დამირეკა დილაუთენია. _ თა, შეხედე, თბილისს თოვლი ესტუმრა. სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე, გამიხარდა და გუკას ვუთხარი: _ შენ ჩემი ნატვრის თვალი ხარ! ჩემო სიხარულო, ძალიან მიყვარხარ! გუკამ წელს თოვლი მაჩუქა, თოვლმა კი მისი თავი წამართვა.

    იმ დღეებში თბილისი თოვლით იყო დაფარული. მე დილით უნივერსიტეტში წავედი, საღამოს, ლექციები რომ დამიმთავრდებოდა, გუკას უნდა გამოევლო. გარეთ გამოვედით, ჯგუფელები ჭკუაზე არ ვიყავით, ვგუნდაობდით. უცებ საათს დავხედე, ოთხის ნახევარი იყო, გუკა კი არსად ჩანდა. შიშმა ამიტანა. . . . მობილურზე გადავურეკე. არ იღებდა. სახლშიც არავინ იყო. ერთ-ერთმა ჯგუფელმა სახლში მიმაცილა. დედას ვკითხე, გუკას ხომ არ დაურეკავს-მეთქი. არაო, მითხრა. უფრო ავღელდი . . . ვიდექი ფანჯარასთან, გარეთ ბურუსი იყო. არაფერი ჩანდა, ისევ თოვდა. ეზოში ბიჭებიც არ ჩანდნენ, რამე რომ მეკითხა მათთვის გუკაზე. დაღამდა . . . გავგიჟდი . . . უცებ, აწკრიალდა ჩემი მობილური, გუკას უფროსი ძმა რეკავდა: _ რა ხდება, ნიკა?! (არ ვაცადე ხმის ამოღება) _ თათ, სახლში ხარ? _ სახლში ვარ, რა ხდება? მითხარი! _ არაფერი . . . (ხმა შეეცვალა) _ გუკა სად არის? (ვკითხე შეშინებულმა) _ გუკა?! . . . არ ვიცი . . .


    კატეგორია: ლექსები | ნანახია: 913 | დაამატა: kika | რეიტინგი: 2.0/1
    სულ კომენტარები: 0
    9%" border="0" cellspacing="0" cellpadding="0">
     



    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz