ისევ დავიწყე წერილის წერა,გამდნარა თოვლი - მარილი ზამთრის,და როგორც შარშან, და როგორც ძველად,ჩვენს შორის კვამლი და ქარი დაჰქრის.ქალაქის ქუჩებს გუგუნი გააქვს,თავზარად მესმის ტრამვაის ზარი,ვწერ და ვერ ვგზავნი მოკითხვის ბარათს,-არ მახსოვს შენი შეცვლილი გვარი.