სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » ლექსები
 |
"გუთნის დედა" |
 |
 |

ერთ ბედს ქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ, წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ. ერთგულად ვჭიმოთ ჭაპანი ჩვენი, უსიხარულოდ დავლიოთ დღენი, ბელტი ბელტზედა გადმოვაწვინოთ და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ. ნუ დამიღონდი!.. შენი უღელი ჩემს უღელზედა არა არის ძნელი; მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით, რადგან ზეცა წამართვეს ძალით; შენებრ მეც მელის მიწა ვით მსხვერპლსა სიკვდილის შემდეგ დასავიწლსა. შენ პირუტყვი ხარ მე მეტყველი ?! ეგ ცემო ლაბავ ნუ შეგშურდება.. რათ მინდა ხმალი თუნდ იყოს მჭრელი თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება? აბა, რას გვარგებს ჩვენ ეს გუთანი, რომე აჩეჩოს მარტო მიწანი და არ მოსთხრიდეს ძირით იმბალახს, რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას? მე ჩემის ჭირის ჩემის წუხილის, ჩემი კაცობის გულის გულის დუღილის, სიტყვანი გულში მებადებიან მაგრამ გულშივე უხმოდ კვდებიან. შენ ვერ გაიგებ მეტყველის ტანჯვას, როცა სიტყვასა მართალს გულში ჰკლას!... აქ მენდევ ლაბავ ჩემი უღელი შენს უღელზედა უფროა ძნელი. მაშ რა გაღონებს?.. გასწი ჭაპანსა და გაიტანე გუთანი ბოლოს, ნუ უღალატებ ძველსა ამხანაგსა, ის შენ აცხოვრე, მან შენ გაცხოვროს!
|
 |
 |
 |
 |
 |
ილიას კალამი |
 |
 |

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი: აგიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა, და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!" ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
|
 |
 |
 |
 |
 |
ილია |
 |
 |

ქართვლის დედას „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა". ლეიბნიცი „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა". ლეიბნიცი
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა; დედის ნანასთან ქვითინი მთისა მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა, კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა, თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, სადღაა მამაპაპური მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური, სახელისათვის ამაყი თრთოლა, მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვტირით, რაც დამარხულა, რაც უწყალოს დროს ხელით დანთქმულა; მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი... ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს... აქ არის, დედავ, შენი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საგზლად ხმარობდე ქრისტესა მცნებას, შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს... მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს, და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურ
...
კითხვის გაგრძელება »
|
 |
 |
 |
 |
 |
გალაქტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ |
 |
 |

პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.
გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული "ქართული პოეზიის მეფედ". მისი პოეზიის თვალსაჩინო ნიმუშებია: "მერი", "მესაფლავე", "მთაწმინდის მთვარე", "მე და ღამე", "უსიყვარულოდ", "ქებათა ქება ნიკორწმინდას" და სხვა...
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმხანად გაბატონებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია . ამის ნათელი დასტურია, თუნდაც, გალაკტიონის პოემა "მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა" (1924), რომელიც 1924 წლის ეროვნულ ამბოხებას მიეძღვნა. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას.
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად
...
კითხვის გაგრძელება »
|
 |
 |
 |
 |
 |
"ფრთხილად!" |
 |
 |

ფრთხილად ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას, გული იგი არ დაინდობს შენს უმანკო ბედისწერას! ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა ცქერას და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას. საიდუმლო, რომლის ტკივილს განიცდიდა მარად გული, საიდუმლო, რომლის სევდამ გადმოღვარა სინანული. საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა... საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა! ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარე და ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე... და ამოსწვა სული, მაგრამ, შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს, თვით დაიწვა და არ ვიცი, ეხლა მახსოვს თუ არ მახსოვს... მე არც ვნანობ, იგი მიღირს თვით სიკვდილად, თვით სიკვდილად: ჩემს დაფარულ გულის ძგერას, ნუ შეარხევ... იხავ ფრთხილად!
|
 |
 |
 |
 |
 |
მთაწმინდის მთვარე |
 |
 |

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე. რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
|
 |
 |
 |
 |
 |
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში |
 |
 |

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ, როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები, და თუ როგორმე ისევ გათენდა, ღამენათევი და ნამთვრალევი დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან.
ღამენათევი და ნამთვრალები მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს, შემოიჭრება სიონში სხივი და თეთრ ოლარებს ააელვარებს.
და მაშინ ვიტყვი: აჰა, მოვედი გედი დაჭრილი ოცნების ბაღით. შეხედე,დასტკბი ყმაწვილურ ბედის დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები, წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,- ღამენათევი და ნამთვრალევი სავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსანი? შენს მოლოდინში ასეა ყველა? სული, ვედრებით განაოცები, შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვის სამაგიერო, საბედნიერო სად არის სული? ვით სამოთხიდან ალიგიერი მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული.
|
 |
 |
 |
 |
 |
მე და ღამე |
 |
 |

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
|
 |
 |
 |
 |
 |
ტიციან ტაბიძე-ლექსი მეწყერი |
 |
 |

ლექსი მეწყერი
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. ლექსები იყო მისი საგზალი, არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული ცა და ქართული მიწა, ბედნიერებას მას უმალავდნენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
1927
|
 |
 |
 |
 | « 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 13 14 » |
|
|
კალენდარი |
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
|