ოთხშაბათი, 2024-05-15
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » ლექსები
    თოვლიანი სამარე

    ქალწულის ცრემლი დაეცა საყდარს
    (იქნება კიდევ ოხვრა მრავალი).
    და უხილავი, სადგურთან სადღაც,
    იკივლებს წვიმა და ორთქლმავალი.
    მოვა სინაზის ლურჯი დამლევი
    და შენი სული მზეზე ფერს იცვლის.
    და მდინარესთან უხმო კვამლივით
    ადგება დილის მოთეთრო ნისლი


    მე და გალაკტიონი

    ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
    ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
    გალაკტიონში არის დემონი
    და ჩემში უფრო ანგელოზია.
    ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
    ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
    გალაკტიონში მიწა ანათებს
    და ჩემში უფრო ზეცის სხივია.
    შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
    ახლა ღამდება, შვიდია სრული.
    გალაკტიონში ლურჯი ფერია
    და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული
    ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
    ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
    გალაკტიონში არის დემონი
    და ჩემში უფრო ანგელოზია


    მკრთალი სილუეტი

    შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
    თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
    ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
    და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.
    მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება,
    ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები,
    ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება,
    ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები.
    თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება,
    მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად.
    მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება,
    ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად


    პოეზია

    ეს ღამე გაჩნდა, როგორც წერტილი,
    ქრიან ოცნების თეთრი ნავები.
    მე წამოვედი გულდასეტყვილი
    და ვიცი, ახლა შენც გენანები.
    ქარი - ქარია, მე ისევ მე ვარ,
    რა ვქნა, ცხოვრების ქსელში გავები.
    ჩემი ტირილის ჩუმი მოწმეა
    ეს თეთრი მთვარე და ვარსკვლავები.
    სული ჩქარია მრავალ სირბილით
    და ვიცი, ისევ რომ ავენთები, -
    როგორც სიცოცხლე, როგორც სიკვდილი,
    როგორც სიშორე და პლანეტები.
    მე ისევ მღალავს შფოთი ქალაქის
    და გრიგალები მიწას უვლიან.
    მესმის ცხოვრება, როგორც ტალახი
    და პოეზია სიხარულია.
    მე ჩემი მტრები ახლა ვიცანი,
    ახლა ეს შუქი აღარ ინთება.
    და უდიდესი გრძნობის ნიშანი
    არის დუმილი და გარინდება.
    ეს ღამე გაჩნდა, როგორც წერტილი,
    ქრიან ოცნების თეთრი ნავები;
    მე წამოვედი გულდასეტყვილი
    და ვიცი, ახლა შენც გენანები


    ჩემს წინ აუზის მღვრიე წყალია

    ჩემს წინ აუზის მღვრიე წყალია,
    სადღაც დაცურავს წითელი თევზი.
    დღეს ჩემი გული ხომ ცოცხალია,
    მე ახლა გულის ტირილი მესმის.
    ჰა საღამოა, შორეულ ფიქრის,
    შავი ლანდები ისევ ქრებიან.
    სასახლის ბაღში ვზივარ და ირგვლივ
    მხოლოდ წითელი ყვავილებია.
    დღეს ჩემი სევდა ელავს მზესავით,
    დიდი ხანია, რომ ვცხოვრობ ქარში.
    არც მეგობარი, არც ნათესავი,
    არავინ არის, სულ მარტო დავრჩი


    გაზაფხული

    ტყემ მოისხა ფოთოლი,
    აგერ მერცხალიც ჭყივის,
    ბაღში ვაზი ობოლი,
    მეტის ლხენითა სტირის.

    აყვავებულა მდელო,
    აყვავებულან მთები,
    მამულო, საყვარელო,
    შენო როსღა აყვავდები?   

    მაგარი ლექსიაა!1!!!


    აჩრდილიდან

    აღმობრწყინდა მზე დიდებულადა
    და გაანათლა ქვეყანა ბნელი,
    კავკასის მთების წვერთა მაღალთა
    ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
    აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,
    ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
    იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
    იგივ დიდებულ და დადუმებულ.
    ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად
    ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
    მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
    თითქო განგებით შეყენებულა.
    მისი ყინულით ნაკვეთი თავი
    მოირთო მზისა ოქროს სხივებით,
    ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი
    დასცქერის რისხვით და მუქარებით, -
    თითქო ელისო გაკითხვის დღესა,
    რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
    ხმელეთს დაეცეს, მერმედ ქვესკნელსა,
    თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს


    ბაზალეთის ტბა

    ბაზალეთისა ტბის ძირას
    ოქროს აკვანი არისო,
    და მის გარშემო წყლის ქვეშე
    უცხო წალკოტი ყვავისო.

    მწვანეა მუდამ წალკოტი,
    არასდროს თურმე არ სჭკნება,
    ქვეყნისა დროსა ტრიალსა
    იგი არ ემორჩილება.

    ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
    ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
    და იმის მზიან ჩრდილებში
    მუდამ გაზაფხული არი.

    წალკოტის შუაგულშია
    ის აკვანი ასვენია,
    და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
    არავის გაუბედნია.

    მარტო ერთნი – სირინოზნი
    იმ აკვანს გარს ეხვევიან,
    მარტო იგინი, გრძნეულნი,
    დასტრფიან და დამღერიან...

    ამბობენ, - თამარ დედოფალს
    ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
    და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
    ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

    ამას კი აღარ ამბობენ, -
    აკვანში ვინ ჩააწვინა,
    ან თვით ერმა თვისი ცრემლი
    ზედ ტბად რისთვის დაადინა...

    იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
    ვისიც არ ითქმის სახელი,
    ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
    ჩუმის ნატვრითა ქართველი?

    თუ ესე არის, ნეტა მას
    ვაჟკაცსა სახელოვანსა,
    ვისიცა ხელი პირველად
    დასწვდება იმა აკვანსა!

    თუ ესე არის, ნეტა მას,
    დედასა სახელდებულსა,
    ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
    თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა


    ელეგია

    მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
    მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
    და თეთრი ზოლი შორის მთებისა
    ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

    არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
    მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
    ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
    ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

    ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
    კვლავ ჩემს ქვეყნის ძილს ეალერსება.
    ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
    როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.


    ყვარლის მთებს

    სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
    მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
    თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
    თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
    მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
    როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...
    იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,
    იგი არ იყო ძვრა გულისა, ფრთხალი და მხდალი.
    მე თრთოლვით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლეს
    და შევნატროდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;
    სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავენ შიშით სრბოლასა,
    სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლასა,
    სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,
    თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, -
    იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ტრფობის სიმარტივითა,
    ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.
    ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა
    ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
    რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.
    როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
    ვით ას მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი, -
    ვითა ფოთოლი, ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
    იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
    თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმომწონება,
    აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
    თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
    გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი,
    როს ყმაწვილური მრისხანება ჩემს ყმაწვილურს ... კითხვის გაგრძელება »

    « 1 2 3 4 5 6 7 ... 13 14 »
    ძებნა
    კალენდარი
    «  მაისი 2024  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz