სამშაბათი, 2025-06-17
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » ლექსები
    გალაქტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ

    უსიყვარულოდ

    უსიყვარულოდ
    მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
    სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
    სასიხარულოდ...
    უსიყვარულოდ არ არსებობს
    არც სილამაზე,
    არც უკვდავება არ არსებობს
    უსიყვარულოდ.
    მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
    უკანასკნელი,
    როგორც ყვავილი შემოდგომის
    ხშირად პირველს სჯობს,
    იგი არ უხმობს ქარიშხლიან
    უზმანო ვნებებს,
    არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
    იგი არ უხმობს...
    და შემოდგომის სიცივეში
    ველად გაზრდილი,
    ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
    სულაც არა ჰგავს...
    სიოს მაგივრად ქარიშხალი
    ეალერსება
    და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
    გარემოუცავს.
    და ჭკნება, ჭკნწბა სიყვარული
    უკანასკნელი,
    ჭკნწბა მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
    უსიხარულოდ.
    და არ არსებობს ქვეყანაზე
    თვით უკვდავება,
    თვით უკვდავებაც არ არსებობს
    უსიყვარულოდ!


    გიორგი ლეონიძე (1897-1966)

    ღამე ივერიისა



    ისევ აყვავდა გული ვარდივით,
    და ისევ მინდა შენზე დავწერო...
    დარიალიდან გადავარდნილი
    ხაზარეთისკენ მისცურავს წერო.

    < ... კითხვის გაგრძელება »

    უკანასკნელი მატარებელი

    ეს არის გალაქტიონის შემოქმედებიდან ერთ-ერთი საუკეთელო ლექსი, მე მაგრადმომწონს იმედია თქვენც მოგეწონებათ...

    უკანასკნელი მატარებელი

    ცხოვრების ეტლის სადარებელი
    საცაა გავა მატარებელი.
    მიემგზავრება იმედი ჩემი
    ბედის ვარსკვლავის სადარდებელი.

    ვიცი ამ წასვლას რაც ელოდბა,
    რა საჭიროა ახლა გოდება,
    მატარებლისგან როს მიმიღია
    ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

    მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
    მატარებელი ხუთ წუთში გავა,
    ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
    მატარებელი ხუთ წუთში გავა.

    აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
    მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
    გემშვიდობები სამარადისოდ,
    სამარადისოდ გემშვიდობები!

    ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,
    ყოველ ჟამს ვკარგო თითო იმედი,
    გამოსალმების ხელოვნებისთვის
    ნუთუ არავინ არს პოეტის მეტი?


    ტიციან ტაბიძე

    ტიციან ტაბიძე

    რია-რია
    მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
    თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
    ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
    ტუჩ მიუდებლად რომ იკოცნება.

    ათასი გული ერთად რო მქონდეს,
    ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
    ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
    მახსენე კაცად, როცა დაგჭირდე.

    ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
    ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
    თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
    არც სიკვდილისთვის დაგემდურები.

    ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
    სინდისით აღარ მოეთხოვება,
    დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,
    მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.


    საქართველოში იბადებოდნენ

    ლადო ასათიანი

    საქართველოში იბადებოდნენ
    და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
    ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
    ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
    თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
    ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
    ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
    გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
    საქართველოში როცა კვდებოდნენ,
    უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
    ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
    ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
    ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
    ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
    ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
    მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
    რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
    სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
    და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
    როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!


    ნუ დაივიწყებ შენი ვალია

    ნუ დაივიწყებ შენი ვალია

    ნუ დაივიწყებ წინაპრის ადათს,
    ნუ დაივიწყებ გმირობას ათასს.
    რაც დღემდე შენთვის სისხლი დაღვრილა
    სულ არ მოვსულვარ დღემდე ადვილად.

    ჩვენამდე, დღემდე, ჯაჭვია გრძელი,
    გზა ეკლიანი, ვიწრო და ძნელი.
    შენამდე ცხრა ძმა ხერხეულიძე,
    სამასი გმირი არაგველია.

    მეფე დავითი, მეფე თამარი
    და ეს გზა ისევ გასავლელია.
    ნუ დასრულდება წარსული შენზე,
    ხავსს ნუ მოადებ მშობლიურ ეზოს
    რათა შენს შვილებს და შენს მომავალს
    წინაპრის სახე სანთლებად ენთოს.

    ღმერთივით ერთი სწამდეთ სამშობლო
    და თავს სწირავდნენ ენას და რწმენას
    გადასახლებულთ ქართული მიწა
    ხატად ექცათ და გულზე ესვენათ.

    ნებით, ქართველი არ თმობს სამშობლოს,
    განა ადვილი დასათმობია?
    ძალით არასდროს,
    წინაპრის კერა განა ადვილი ჩასაქრობია?

    განა სამთავროს, ბაგრატს და გელათს,
    ცამდე აზიდულ ძველ სვეტიცხოველს,
    შოთას და ვაჟას და მშობელ დედას
    რის ფასად დათმობ – გაიუცხოვებ.

    მძლავრი მდინარის ჩქეფების დარად
    შენს სისხლში მაინც იჩქეფებს მარად
    და სანამ ცამდე არ გაბრწყინდება
    შენი სამშობლო სამოთხის დარი
    სანამ სიცოცხლე არ მოგწყინდება
    მოსახდელი გაქვს იცოდე ვალი.


    "EKATERINES"

    "EKATERINES"
    "მრავალი წლების ჩამქროლე......
    ლექს დავწერ უფრო სევდიანს,

    და მოვიგონებ შენს სახეს........
    ლამაზს, ნაკვთიანს, სევდიანს,

    მთვარიან ღამეს შევხედავ...
    ვარსკვლავებსმკრთალად მომნათეს,

    და გავიხსენებ ცრემლიანს...
    შენს ფერმკრთალ ღაწვზე დალალებს,

    ნაწვიმარ ველზე ფეხს შევდგამ....
    ბუნებას ვუცქერ დარდიანს,

    ბულბულის გალობა მესმის..
    შენს ხმას მაგონებს სევდიანს,

    ველურ მუქ ვარდებს ვუყურებ...
    შენს ბაგესა ჰგავს ნაკვთიანს,

    შენი ოცნება ცასა ჰგავს...
    ლამაზს, უღრუბლოს,მადლიანს,

    ზედ დამცქერიან შორიდან...
    ჯიხვნი, არწივნი, კლდისანი..,

    ბუნება მწყრალად დამცქერის
    ცა არის ქუხილიანი!!!!!

    მე მარად ვეტრფი ერთ გოგოს
    ნარნარს და კუკულებიანს...,

    ლამაზი ქალის დამკარგავს...
    ზეცა მექცევა ცოდვიანს....!!!!"


    გალაკტიონ ტაბიძე

    გალაკტიონ ტაბიძე

    ( ნეაპოლში )

    სიკვდილს მე როდი შევუშინდები,

    იგი, ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა.

    მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,

    სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია.

    აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის,

    არც ეს მაისი, არც პოეზია.

    მაშ, გაუმარჯოს იმგვარ სიცოცხლეს,

    სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!

    1935


    ვინ ვართ?



    3 ლექსი იაზე

    « 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 13 14 »
    ძებნა
    კალენდარი
    «  ივნისი 2025  »
    ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    30
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2025
    Create a free website with uCoz