სამშაბათი, 2024-03-19
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » 2010 » მარტი » 04
    ისე მომენატრე

    ისე მომენატრე რომ გაჩერდა დროის წამები
    ისე მომენატრე ვეღარ ამბობს სათქმელს თვალები
    ისე მომენატრე ჩემი გრძნობით ზეცა ატირდა
    ისე მომენატრე რომ ზაფხული უცებ გაცივდა

    რატომ მომენატრე ჩემს გულს იცავს კარების ფიქრის
    ფიქრით დაღლილი მონატრება იმედთან მიჰქრის
    ისე მომენატრე რომ ამ გრძნობამ მთვარეც გაათბო
    ისე მომენატრე მონატრებამ ღვინოც დაათრო

    ისე მომენატრე რომ წარსული ცრემლებად მექცა
    ისე მომენატრე გრძნობა ფურცელს ეხება ლექსად
    ისე მომენატრე შენზე ფიქრებს ვეღარ ვიცილებ
    ისე მომენატრე რომ დაღლილიც ვეღარ ვიძინებ


    I MiSS YoU (მონატრება)

                მენატრება შენი სახე,

    ამ დილითაც სიზმრად გნახე.

    ისევ მათბობს შენი ფერი,

    არ მამშვიდებს არაფერი.

    აღარ მშველის ლექსის წერა,

    ზურგით მიდგას ბედისწერა.

    დამავიწყდა უკვე ლოცვა,

    მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.

    თავში დამსდევს ერთი აზრი,

    ვერ გავუგე შინაარსი.

    ვერ დავხატე გრძნობის ფერი,

    ყალბი გახდა ყველაფერი.

    ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,

    ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.

    არ მიპყრობდა ფერი ვარდის,

    მაშინ, როცა გვერდით მყავდი.

    დამეკარგა გრძნობა, სმენა,

    აღარც ჩიტის მესმის სტვენა.

    დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
    ერთადერთი ჩუმი რწმენა



    გითხრა რა იყო?

    გითხრა რა იყო? არაფერი. . .

    მინდა აქ იყო. დარდი გაგიყო უშენობამ იცი რა მიყო? სული დამძიმდა…
    არაფერი აღარ მახარებს... სევდა მაწვიმს და ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს. ყველა შორი და . .
    ახლო მდგომი უფრო დუმდება. ის ვინც მოვიდა არ მოსული უკან ბრუნდება..
    გზები გაიყო... ცა გაიღო... გული გაიპო…...
    ბნელმა ნათელი შემიცვალა და მზე წაიღო. შველად ვეძებე შენისთანა არსად არ იყო. უკვე სიკვდილმაც შემიყვარა გესმის რა იყო?


    Blu-ray to DVD II Pro v2.50 (2010)

    Blu-ray to DVD Pro - ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც განკუთნილია Blu-ray დისკების დასაჭრელად და შემდგომ მათი DVD მატარებელზე ჩასაწერად….
                                          

    მე შენი ყველაფერი მინდა !!!

    შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
    შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
    შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
    შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.
    ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
    სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
    შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
    შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
    მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
    შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
    შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
    ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.
    შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
    შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
    შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
    შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.
    მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
    შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...
    შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.


    ვიცი დრო მოვა

    ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
    შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
    ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
    თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
    ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
    რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
    შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
    რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
    ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
    კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
    გაიბუტები და როცა წახვალ
    მაშინ საფლავში მეც ავტირდები


    დედის დღე საქართველოში
    3 მარტი არის ჩვენთვის ყველასთვის უსაყვარლესი არსების დედის დღე...
    დედა ხომ ის ადამიანია რომელმაც თითოეულ ჩვენგანს სიცოცხლე გვაჩუქა...


    ამიტომ მთელი www.no-ne.tk-ს კოლექტივი ულოცავს სრულიად საქართველოს დედებს ამ დღეს.უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ყველა ქართველ დედას.დაე ჩვენ გაგვეხარებინოს თითოეული თქვენგანის გული!!




    პატივის ცემით www.no-ne.tk-ადმინისტრაცია

    პოეტი

    წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
    მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
    უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
    მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
    როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
    მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
    მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
    იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
    წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
    ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
    იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
    ...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
    იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
    ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
    ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
    დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
    ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
    ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
    ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
    მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
    წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
    მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია...


    გრძნობა

    ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
    შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
    მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
    გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
    დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
    რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
    ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
    ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
    "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
    შენი თვალები გამახსენდება
    და ისევ ისე დაბერავს ქარი.
    ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
    ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
    ჩავიძირები ისევ ფიქრებში
    და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
    გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
    ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
    რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
    შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი


    : ))

    - გინდა მძღოლი გავაგიჟოთ? - ჩასჩურჩულა გიომ ანუკის.
    - როგორ?
    - ჩშშ.. ოღონდ არ დაიბნე და ამყევი.
    - კაი.
    გიომ თვალი ჩაუკრა, მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა, მძღოლის გასაგონად თქვა:
    - ანუკი, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა...
    - რა იყო?
    - არ ვიცი როგორ გამიგებ, შეიძლება ცუდად გამიგო, მაგრამ ესე გადავწყვიტე...
    - მითხარი.
    - უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და...
    - და?
    - ცოლად უნდა გამომყვე.
    - რაა?!
    - უნდა მოგიტაცო.
    - გაგიჟდი??!
    - არა, სერიოზულად გეუბნები! ახლავე, ამ ტაქსით!
    ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა. მძღოლი გაოცებული ისმენდა ამათ ლაპარაკს, თან სარკეში იყურებოდა დაბნეული თვალებით. გიო უცებ გადაიხარა და 50 ლარიანი დაუდო მუხლებზე, ანუკის რომ არ დაენახა, ისე.
    - კაი, არ გინდა რა, ნერვიულობას აზრი არა აქვს, კარგად იქნება ყველაფერი.
    - ჩემები რას იტყვიან?! - ანუკიმ თავი ხელში აიყვანა და თამაში განაგრძო.
    - შენ ტელეფონს გამორთავ, მე ბიჭები მყავს გაფრთხილებული, თუ რამეა დამირეკავენ, არაუშავს, ინერვიულოს მამაშენმა ორი-სამი დღე.
    - მომკლავს.
    - ნუ სულელობ.
    - და სად ვიქნებით ეს ორი-სამი დღე?
    - საგურამოში, ბიძაჩემის სახლის გასაღები მაქვს.
    - არავინ არ იქნება?
    - არა.
    - მაინც მეშინია, ამას ვერც ვიფიქრებდი...
    - ნუ გეშინია, - ჩაეხუტა გიო, - ხო ხედავ, ტაქსისტიც კეთილი კაცი შეგვხვდა და გვეხმარება.
    მძღოლმა გაიღიმა.
    - მგონი არ გამოგვივიდა, ხო? - გიოს ყურთან მიიწია ანუკი.
    - ... კითხვის გაგრძელება »

    ლქესი

    ხანდახან ისე ძლიერ მიყვარხარ ,
    რომ მეშინია არ მიმატოვო.
    მაგრამ ზოგჯერ კი ძალიან მინდა,
    შორს რომ წახვიდე მარტო დამტოვო

    შენა ხარ ჩემი წმინდა ტრფიალი ,
    გულის აისი,სულის ციალი.
    ცა მოცმენდილი,მუდამ მზიანი,
    და ჩემი ბილიკი ვარდნი იანი.

    "…ჩემთვისაც თითქოს შვიდივე ზეცის კარი გაიღო.
    იყო ლაჟვარდი... იყო სითბო...
    და სიყვარული მაინც არ იყო....”

    "ზოგჯერ დუმილსაც მოსმენა უნდა..
    უხმო თვალებით მელაპარაკე!!!"

    "ნუღარ ბუზღუნებ უჩემობას სიცოცხლევ ჩემო,
    თორემ შენს ჯიბრზე შენზე მეტად მომენატრები!!!!!"

    "რომ დავრჩე შენთან შევაძულებ თავს მე სამყაროს,
    რომ წამოვიდე შეგაძულებ ამით ჩემ ყოფნას,
    რა ვქნა გაგცვალო ქვეყანაში თუ
    შენში გავცვალო ქვეყანა???"


    თუკი ეულად იგრძენი თავი,
    თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
    გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
    შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
    თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
    თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
    არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
    შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
    თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
    იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
    ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
    ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
    თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
    თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
    ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
    ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
    მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
    მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
    და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
    შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი

    ... კითხვის გაგრძელება »

    აი, სად შემხვდი

    აი, სად შემხვდი

    აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
    მე კი თურმე სად დამღამებია,-
    შენ რომ გიყვარდა,_
    ის ქალი მე ვარ,
    შენ უიმედოდ არ გყვარებია.

    მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
    ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,_
    შენ რომ ეძებდი,
    ის ქალი მე ვარ,
    მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?

    თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
    მე უშენობის დაღი მატყვია;
    შენ რომ გინდოდა,
    ის გული მე მაქვს_
    ვიცი, სხვა გული არ გინატრია.

    შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
    და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
    შენ ეძახოდი ვირაცა ასულს
    და ჩემს მეტს
    არვის გაუგონია.

    მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
    ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
    შენ რომ ეძებდი,
    ის ქალი მე ვარ,_
    მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.

                           


    მე სიყვარული ლამაზი მქონდა



    მე სიყვარული ლამაზი მქონდა ,
    მინდორში სიზმრად წასულ ბალღივით,
    სულში ფხიზელი და მთვრალი ოდნავ,
    და ნიავსავით ოდნავ დაღლილი.
    მე სიყვარული შემკრთალიც მქონდა,
    ტაძარში ახლად შესულ ბალღივით.
    ლოცვის ბურანში დაზრილი ოდნავ
    და მლოცველივით ოდნავ დაღლილი.
    მე სიყვარული დამფრთხალიც მქონდა,
    მთვარით დამთვრალი კოლხის ცხენივით.
    მტარვალი ეჭვით შეჭმული ოდნავ,
    ოდნავ შემცბარი და შერცხვენილი.
    მე სიყვარული მოშიშიც მქონდა,
    ღვთისკარზე ახლად შემდგარ ბერივით,
    უნანიებელ ცრემლად და ცოდვად,
    წასული დროში და განფენილი.
    მაინც... ღმერთივით საეჭვო ოდნავ
    და მოწყენილი ქრისტეს თვალებით,
    მის ზეიმს სულში სულ მიმოჰქონდა,
    სინაზე თოვლი და მწვერვალები...
    ახლა ყვავილი მოუსხამს ქონდარს,
    ავი სურნელიც ბრუნავს კამისა,
    მე სიყვარული ლამაზი მქონდა
    და ყველაფერი მქონდა ლამაზი.

     for www.no-ne.tk





    I LOVE YOU

    1.
    დილა მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით,
    მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით,
    შენ კი არ გახსოვარ, ალბათ არც გჭირდები,
    მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით!



    2.
    ნახე გაწვიმდა ტირის ბუნება, ნაზი სისველე იგრძნო ტუჩებმა,
    ნახე ატირდა ჩემი თვალები ... და იცი რატომ! შენ მენატრები.



    3.
    გულით მიყვარხარ და გულში მყავხარ,
    სადაც დავდივარ გულით დამყავხარ,
    შენ მთვარე ხარ და გზას მინათებ, შენზე უკეთესს მე ვის ვინატრებ?!


    4.
    მინდა ძვირფასო შენც შემიყვარო,
    რომ სიყვარულის გავიგო გემო.
    მინდა ამაყად მეთქმოდეს შენთვის,
    მე შენ მიყვარხარ სიცოცხლევ ჩემო!



    5.
    უსაზღვრო სევდა, მწუხარე ბედზე...
    ფიქრებში ფრენა მე ვფიქრობ შენზე!




    6.
    მე მენატრები წუთში 60 წამს, 60-ჯერ მიყვარს ეს მონატრება,
    წუთში 60-ჯერ რომ გიყურებდე, 60-ჯერ გეტყვი : "მე შენ მიყვარხარ".



    7.
    ნეტავ მაქცია მე სიგარეტად, ერთხელ მაინც ხომ ამიღებ ხელში,
    ერთხელ შენს ბაგეს შევეხო კიდე და მერე თუნდაც დავიწვა ფერფლში.




    8.
    მაშინ როდესაც ცხოვრებაზე შენ ხელს ჩაიქნევ
    წუთით შეჩერდი,მე გამიხსენე ნუ ატირდები.
    და შენ მიხვდები,რომ ქვეყანაზე არსებობს ვიღაც
    ვისაც უყვარხარ,
    ვინც შენ გაღმერთებს,
    ვისაც სჭირდები. ... კითხვის გაგრძელება »

    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz