შაბათი, 2024-04-27
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » 2010 » მარტი » 7 » ლეგენდა სიყვარულზე
    6:31 PM
    ლეგენდა სიყვარულზე

    ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა თვისება(გრძნობა).ერთ მშვენიერ დღეს თვისებებს გამოუსხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ მოამზადა ნავი და გაცურეს.მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე ბოლო წუთამდე.როცა სიყვარული თითქმის დაიფარა წყლით, მან შველა ითხოვა.ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას:´განცხრომავ, ამიყვანე შენს ნავზე!´

    -არა,-უპასუხა განცხრომამ- ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა, რომ ადგილი არ მაქვს!.

    სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის.

    - პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში!

    - არაფრით არ შემიძლია, სიყვარულო, შენ მთლად სველი ხარ, დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს!- უპასუხა პატივმოყვარეობამ.
    შორიახლო გაცურა მწუხარებამ.


    -მწუხარებავ, ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე!

    - ოჰ, სიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა მარტო ვიყო.

    მაშინ სიყვარულმა დაუძახა ბედნიერებს, მაგრამ ის იმდენად აღფრთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით, ვერც კი გაიგონა სიყვარულის ძახილი.

    უცებ მოესმა ხმა... - სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე- ეს იყო მოხუცი.სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ მოხუცი თავისი გზით წავიდა.როცა სიყვარული მიხვდა, რამდენად დავალებული იყო მოხუცისგან, სხვა მოხუცს- ცოდნას, მიმართა:

    - ვინ დამეხმარა მე?

    - ეს იყო დრო,- უპასუხა ცოდნამ.

    -დრო? მაგრამ რატომ დამეხმარა დრო?

    ცოდნამ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და უპასუხა:- იმიტომ რომ, მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად დიდებულია სიყვარული.

    კატეგორია: ლექსები | ნანახია: 930 | დაამატა: kika | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    9%" border="0" cellspacing="0" cellpadding="0">
     



    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz