შაბათი, 2024-04-27
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » 2010 » მარტი » 7 » ოო, ეს ნერვები... რა დღეში გაქვთ ნერვები?
    6:43 PM
    ოო, ეს ნერვები... რა დღეში გაქვთ ნერვები?

    ჩვენს დროში წონასწორობის შენარჩუნება ძნელია. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობენ თავდაჭერილი, გაწონასწორებული ადამიანებიც, რომლებიც მღელვარებას იშვიათად გამოხატავენ და სქელკანიანებიც, რომლებსაც ნერვები არასოდეს ღალატობთ. ამ ტესტის ავტორია ინგლისელი ფსიქოლოგი ვ. კოულმანი. თუ გსურთ იცოდეთ, რა მდგომარეობაში გაქვთ ნერვები, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:
    1) ცუდად გრძნობთ თუ არა თავს, როცა მარტოდმარტო რჩებით სრულ სიბნელეში?

    2) მიგაჩნიათ თუ არა, რომ მეტისმეტი პასუხისმგებლობებით ხართ დატვირთული?
    3) გაღელვებთ თუ არა, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემო მყოფნი?
    4) ტელეფონის ზარზე ხშირად კრთებით?
    5) წუხხართ წვრილმანების გამო?
    6) ნერვიულობთ თუ არა საკუთარი ჯანმრთელობის გამო?
    7) ღელავთ თუ არა ფინანსების გამო?
    8) ძალიან ნერვიულობთ, როცა ტრანსპორტით მგზავრობისას სასურველ გაჩერებას გასცდებით?
    9) გიტყდებათ თუ არა ძილი ამა თუ იმ პრობლემაზე ფიქრის გამო?
    10) გჭირდებათ თუ არა ხანდახან დამაწყნარებელი საშუალებები?
    11) ჩაგიტარებიათ ოდესმე მკურნალობა დასამშვიდებლად?
    12) მიიჩნევთ თუ არა თავს შებორკილად?
    13) გიკანკალებთ ხმა აღელვებისას?
    14) ადვილად ეშვებით?
    15) ადვილად ვარდებით უხერხულობაში?
    16) როგორ ფიქრობთ, თქვენს ნაცნობებზე მეტად ხართ მიდრეკილი მღელვარებისკენ?
    17) აღიარებდით, რომ მუდმივად რაღაცაზე წუხხართ?
    18) ადვილად ღიზიანდებით?
    19) გაწუხებთ პანიკის შეტევები?
    20) შეუპყრიხართ ოდესმე სურვილს, მიგეტოვებინათ ყველა და ყველაფერი და გაქცეულიყავით?
    21) უჩივით თუ არა უსიამოვნო გამოვლინებას, მაგალითად, გამონაყარს, რომელიც დაძაბულობისა და სტრესის შემთხვევაში გიძლიერდებათ?
    22) ხშირად გაღიზიანებთ ხმაური?
    23) გაღიზიანებთ თუ არა წვრილმანი ადმინისტრაციული მოთხოვნები?
    24) როცა ბედი არ გწყალობთ, ძალიან განიცდით?
    25) ძალიან ღიზიანდებით, როცა დაგცინიან?
    26) ამოწმებთ თუ არა ძილის წინ, დაკეტილია თუ არა შემოსასვლელი კარი?
    27) ღელავთ თუ არა წვეულებაზე ან სტუმრად წასვლის წინ?
    28) როცა თქვენთან მეგობრები აპირებენ სტუმრობას, დიდ დროს ხარჯავთ ყველაფრის მოსაწესრიგებლად და მოსამზადებლად?
    29) ადვილად წითლდებით?
    30) გიყვართ თუ არა ახალი ნაცნობების შეძენა?

    დააჯამეთ ქულები:

    "დიახ" პასუხის შემთხვევაში ყველა კითხვაზე, გარდა მე-15-სი, დაიწერეთ 1 ქულა, "არა" პასუხის შემთხვევაში - 0 ქულა.

    თუ მე-15 კითხვაზე უპასუხეთ "დიახ", დაიწერეთ 0 ქულა, თუ "არა" - 1 ქულა.

    20-დან 30-მდე: მეტისმეტად გაუწონასწორებელი და
    ადვილად აგზნებადი პიროვნება ბრძანდებით.

    10-დან 20-მდე: საშუალო
    გაღიზიანებადობა გახასიათებთ.

    5-დან 10-მდე: მშვიდი და
    გაწონასწორებული ბრძანდებით.

    5 ქულაზე ნაკლები: ემოციურად შემოსაზღვრულთა რიცხვს ეკუთვნით, ხალხში სქელკანიანებს რომ უწოდებენ.

    კატეგორია: ლექსები | ნანახია: 899 | დაამატა: kika | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    9%" border="0" cellspacing="0" cellpadding="0">
     



    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz