პარასკევი, 2024-04-26
(-_-)
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    თამაშები
    ფილმები
    ვიდეო გაკვეთილები
    ლექსები
    მობილური
    სადღეგრძელოები
    სურათები
    მუსიკა
    სპორტი
    ვებ-მასტერებს
    კლიპები
    მანქანები
    counter strike
    პროგრამები
    ჩვენი გამოკითხვა
    მოგწონთ ახალი დიზაინი???
    Total of answers: 257
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    მთავარი » 2010 » მარტი » 13 » სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
    6:51 PM
    სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

    დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
    როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
    ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
    და შორეული ცის სილაჟვარდე.

    შემოიღამებს მთის ნაპრალები,
    და თუ როგორმე ისევ გათენდა,
    ღამენათევი და ნამთვრალევი
    დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან.

    ღამენათევი და ნამთვრალები
    მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
    შემოიჭრება სიონში სხივი
    და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

    და მაშინ ვიტყვი: აჰა, მოვედი
    გედი დაჭრილი ოცნების ბაღით.
    შეხედე,დასტკბი ყმაწვილურ ბედის
    დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

    შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
    წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,-
    ღამენათევი და ნამთვრალევი
    სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

    დასტკბი! ასეა ყველა მგოსანი?
    შენს მოლოდინში ასეა ყველა?
    სული, ვედრებით განაოცები,
    შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

    სად არის ჩემთვის სამაგიერო,
    საბედნიერო სად არის სული?
    ვით სამოთხიდან ალიგიერი
    მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული.

    კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1870 | დაამატა: kika | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    9%" border="0" cellspacing="0" cellpadding="0">
     



    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz